ვინ არის მშვენიერი სვანი გოგონა "სამზარეულოს ომებიდან", რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს - "არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატად, თუ როგორ მიყვარს სვანეთი. ვგიჟდები აქაურობაზე" - მშობლები

ვინ არის მშვენიერი სვანი გოგონა "სამზარეულოს ომებიდან", რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს - "არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატად, თუ როგორ მიყვარს სვანეთი. ვგიჟდები აქაურობაზე"

2024-01-10 14:08:09+04:00

"სამზარეულოს ომების" წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად პოპულარულია და მონაწილეებს მაყურებლებს შორის უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. გამორჩეულია წყვილი სვანეთიდან, რომელიც უკვე ფინალშია. ელენეს და ნინის დუეტიდან საზოგადოება კარგად იცნობდა ელენე განაიას, რომელიც სვანეთში გათხოვდა, ძალიან ადრე დაქვრივდა, თუმცა არ წამოვიდა სვანეთიდან, იქ დარჩა, შვილებსაც იქ ზრდის, იქ მუშაობს ახალგაზრდების განვითარებაზე და საკუთარი წარმატებული ბიზნესიც წამოიწყო.

ნინი კახბერიძე კი საზოგადოებამ ახლა გაიცნო და მის გამორჩეულ იუმორს და მიმიკებს სოციალურ ქსელში მუდმივად ხალისით ხვდებიან, მის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს.

418298388-806520708154781-5498687787232143920-n-1704882304.jpg

როგორც ნინიმ გადაცემის შესარჩევ ეტაპზე აღნიშნა, სვანეთშია დაბადებული და ძალიან უყვარს იქაურობა. იქვე ისწავლა კერძების მომზადება - დედასთან, რომელიც შესანიშნავი კულინარია და იქვე გაიცნო მომავალი მეწყვილე ელენე, რომელიც მისი მასწავლებელი იყო.

nini-1704882304.jpg

"სვანეთში დავიბადე და გავიზარდე... არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატად, თუ როგორ მიყვარს სვანეთი. ვგიჟდები აქაურობაზე. ამ ადგილზე მეტად ვინ ან რა უნდა შევიყვარო, არ ვიცი", - ამბობს ნინი.

404640122-6116211071814507-1003403628499791334-n-1704882198.jpg
დედასთან და დასთან ერთად

411370112-2118511105157415-7815419126871216939-n-1704882198.jpg
ნინი და ელენე

ოჯახიდან შორს, ქალაქში მარტო მყოფმა დავიწყე მზარეულობა... სწავლის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები სვანეთში და ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ... - ნინი კახბერიძის გულახდილი ინტერვიუ