ატოპიური დერმატიტი უმეტესად კანის ქავილითა და გაღიზიანებით გამოხატული კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვებში გამოვლინდება და ზრდასრულობამდე რემისიაშიც გადადის. მისი გამომწვევი მიზეზი კანის ბარიერის დეფექტია. გამწვავებას კი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს.
დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია განმარტავს, რომ დაავადებას კანის სიწითლე და აქერცვლა ახასიათებს. ქავილის შედეგად ჩნდება თვითდაზიანების ნიშნები ნაკაწრების სახით, რომელიც შეიძლება სისხლმდენიც კი იყოს. ზაზა თელია დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციასა და მკურნალობის გზებზე დეტალურად გვესაუბრება.
- ატოპიური დერმატიტი კანის სიმშრალესთან ასოცირებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი გახლავთ კანის ბარიერის დეფექტი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანებს გენეტიკურად აქვთ კანის ბარიერის დეფექტი, კერძოდ, ფილაგრინის გენის დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, კანის უჯრედები უნდა იყოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ფილაგრინის გენის დეფიციტის გამო კი გადაჯაჭვულობა არ ხდება. შესაბამისად, დარღვეულია მთლიანობა ანუ ბარიერის დეფექტი გვაქვს, რაც სხვადასხვა ჩივილის წინაპირობაა. პირველ რიგში, ეს გახლავთ აორთქლების პრობლემა ანუ ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი იკარგება, ჩნდება სიმშრალე, რაც იწვევს აუტანელ ქავილს. ქავილის გამო ადამიანი თვითდაზიანებას იღებს და კანს იკაწრავს. მოკაწრული უფრო მეტ ქავილს იწვევს. აღნიშნულ პროცესს კაწვრა-ქავილის წრეს ვუწოდებთ და ამ წრიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ქავილი ხდება ძილშიც.
- ატოპიური დერმატიტი გახლავთ გენეტიკურად დეტერმინირებული, ქრონიკული, არაგადამდები დაავადება, რომლის გამწვავების მიზეზიც მულტიფაქტორულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გახლავთ კანის ბარიერის დეფექტი და სწორედ ამიტომ ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების კანი უამრავ გარემო ფაქტორზე რეაგირებს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტემპერატურის ცვლილება. პაციენტების 90%-ს დაავადება უმწვავდება ზამთარში, სიცივეში, რადგან კანზე გავლენას ახდენს როგორც სიცივე, ისე დახურულ სივრცეში ჩართული გათბობით გამოწვეული დაბალი ტენიანობა. 10%-ს კი დაავადება, პირიქით, ზაფხულში, სიცხეში ან მაღალ ტენიანობაზე უმწვავდება.

როგორც ვთქვით, კანი, რომლის ბარიერიც დარღვეულია, რეაგირებს ყველაფერზე და მათ შორის, თავის მოვლის, დასაბან, სადეზინფექციო, სარეცხ და საწმენდ საშუალებებზე, ასევე საკვებზე. აქვე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საკვებზე რეაქცია არ ნიშნავს მისი მიღების შედეგად გამოწვეულ რეაქციას. ეს არის კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ ლოკალურად, მაგალითად, პომიდვრის დაჭრის და კანზე კონტაქტის შედეგად. ან როდესაც ბავშვს ჭამის დროს ესვრება სახე და კანზე მოდებული საკვები იწვევს რეაქციას. სიწითლესა და ქავილს იწვევს საკვებთან კონტაქტი.
- მიუხედავად იმისა, რომ ატოპიური დერმატიტი არ არის ალერგია, მისი გამწვავება დაკავშირებულია გარკვეული ალერგენების კანთან კონტაქტთან. ძირითადი მაპროვოცირებელი ალერგენების ჯგუფებია: არაფორმალდეჰიდები, ფორმალდეჰიდები, სურფაქტანტები, მათეთრებლები, პარფიუმერული საშუალებები, ეთერზეთები და მცენარეული ნივთიერებები. ხშირად მცენარეული საშუალებები მაქსიმალურად უსაფრთხო ჰგონიათ, ამ დრო კი სწორედ ისინი შეიძლება გახდეს ატოპიური დერმატიტის მაპროვოცირებელი მიზეზი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია ჩაის ხის ზეთი.
პაციენტებს ვურჩევთ, გამოიყენონ ბამბის ტანსაცმელი, რადგან სინთეტიკაც შეიძლება გახდეს ატოპიური დერმატიტის გამწვავების ფაქტორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარეცხი საშუალებების სწორად შერჩევა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები პირდაპირ კონტაქტს განიცდიან კანთან. სწორედ ამიტომ შეიძლება მათთან კონტაქტისას საკმაოდ მძაფრი იყოს რეაქცია კანისა, რომელსაც ბარიერული დეფექტი აქვს. ამიტომ მათ შერჩევას ატოპიური დერმატიტის მართვის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
ზემოთ დასახელებული ალერგენების გარდა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს პარაბენებსაც, რაც თანამედროვე მიდგომაა.
ქართულ ბაზარზე შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო გერმანულ ბრენდ GRUNE KRAFT-ს, რომელიც ECO LABEL-ის ქვეშ ქმნის როგორც სარეცხ, ისე საწმენდ საშუალებებს. ისინი არ შეიცავენ ალერგენებს, რაც სპეციალური კვლევებითა და სერტიფიკატებითაა დადასტურებული. პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი სწრაფად ბიოდეგრადირებადია. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ GRUNE KRAFT-ის პროდუქცია, რადგან ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს. შეფუთვა კი 100%-ით გადამუშავებული პლასტმასით მზადდება, რაც გარემოზე ზრუნვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

- ატოპიურ დერმატიტს აქვს გამწვავება-რემისიის ფაზები. გამწვავების დროს აუცილებელია დერმატო-ვენეროლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე ინიშნება ან ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამოები, ან სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული ან საინექციო პრეპარატებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ წამლებით მკურნალობას აზრი არ აქვს თუ კანის მოვლის სწორ რუტინას არ დავიცავთ. სწორ მოვლაში კი იგულისხმება არა მხოლოდ თავის მოვლის, არამედ ქიმიური საშუალებებიც, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. სწორედ ეს გახლავთ დაავადების მკურნალობის ქვაკუთხედი. ეს ეხება როგორც რემისიის, ისე გამწვავების პერიოდს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაავადება რემისიაშია და კანის შესაბამისი მოვლა საჭირო აღარაა.
- რა თქმა უნდა, კანის სწორი მოვლა ყველასთვის აუცილებელია. კანის მოვლის წესები კი ასე გამოიყურება:
- ატოპიური დერმატიტის დროს, კონკრეტული საკვების შეზღუდვა უნდა დავაწესოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცალსახად დასტურდება, რომ მისი მიღების შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა ჩივილების გამოხატვა ანუ დაიწყო ქავილი.