თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის სოციალურ პროგრამაში ვკითხულობთ.
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:
დასუფთავების მოსაკრებელზე:
წყლის გადასახადზე 4,52 ლარის ოდენობით;
ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად
კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ ეხება და მხოლოდ ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადია გათვალისწინებული. ამავდროულად, თუკი თქვენი აბონენტის ნომერი სოციალურ მომსახურების სააგენტოში გადაცემულია და არსებულ ბაზაში ფიქსირდება. შეღავათით ავტომატურად ისარგებლებთ. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თქვენი აბონენტის ნომერი უნდა მიაწოდოთ.
ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, თბილისის მერიის ვებგვერდზე გაეცნოთ.
ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
თამარ იაკობაშვილი