მარიამ შუკაკიძე ცნობილი ბათუმელი ინფლუენსერი და სამი შვილის დედაა. მას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს და მათ ყველა სიახლეს უზიარებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შემდეგ.
ბოლო დროს კი სალონის გახსნას აანონსებს, თანაც, ერთდროულად ორ ქვეყანაში - ერთი საქართველოში იქნება, ბათუმში, მეორე კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში. ამის შესახებ მან სულ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ისაუბრა გამომწერებთან და მათ შეკითხვებს უპასუხა. მაგალითად, ჰკითხეს ქმრის პროფესიაზე, რაზეც მარიამმა უპასუხა: "პირველ რიგში, კაპიტანია. დანარჩენი მეც არ ვიცი..."