ირაკლი მაქაცარიას მეუღლემ, მომავალმა ექიმმა და ექიმების დინასტიის წარმომადგენელმა ლიზა ჩიჩუამ ინსტაგრამზე გამომწერების შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა დედობაზე, მშობიარობაზე, ასევე ადამიანზე, რომელიც ბავშვის გაზრდაში ეხმარება და ბევრ სხვა საკითხზე.
ლიზას თქმით, ფიზიოლოგიურად იმშობიარა და პოსტსამშობიარო დეპრესიასაც არ შეუწუხებია. პატარა ბუნებრივზე ჰყავს და ჩვეულად, 6 თვიდან დაუმატა ბოსტნეულის პიურეები და ხორცი. რაც შეეხება ბავშვის აღზრდაში დახმარებას, ლიზას ჰყავს ძიძა, თუმცა მას ასე არ უწოდებს: "საუკეთესო ადამიანი მყავს, ძიძას არ ვეძახი, ფაქტობრივად ოჯახის წევრია და ყველას გისურვებთ, რომ მსგავსი ადამიანი ჰყავდეთ თქვენს პატარებს".
ასევე ბევრმა ჰკითხა ლიზას, თუ რატომ არ ასაჯაროებენ ის და ირაკლი პატარა გიორგის ფოტოებს: "გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ გიო სოციალურ ქსელებს და ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ტელეფონთან დიდხანს წვდომა არ ჰქონდეს. ვიცი, რომ ძალიან რთულია, მაგრამ იმედია, ამას შევძლებთ".