პატარა დამიანეს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მშობლებმა ორი თვის ასაკში შენიშნეს. თუმცა მაშინ ექიმთან ვიზიტის მიზეზი სიელმე იყო. ექიმებმა კი დაადგინეს, რომ დამიანეს საერთოდ არ ჰქონდა მხედველობა...
დამიანე ახლა წლისა და რვა თვისაა და ამ ასაკში უკვე ორი სერიოზული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
"2 თვის ასაკში შევამჩნიეთ სიელმე და მივიყვანეთ ექიმთან. ექიმმა დაადგინა, რომ საერთოდ არ ჰქონდა მხედველობა, თანდაყოლილი კატარაქტა აღმოაჩნდა და 8 თვის ასაკში გაუკეთდა პირველი ოპერაცია...10 თვის ასაკში მეორე ოპერაცია გავუკეთეთ. ექიმმა გვითხრა, რომ კიდევ ერთი ოპერაცია გარდაუვალია - ბროლის გადანერგვა სჭირდება, სრულად რომ დაინახოს. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში მომხდარი გარკვეული ცვლილებების გამო, ეს ოპერაცია არ ფინანსდება", - ამბობს დამიანეს ბებია - ნონა მურვანიძე - ჩვენთან საუბარში.
დამიანეს დედა, მარიამ რამიშვილი:
- ორივე თვალზე გავუკეთეთ ოპერაცია, 10750 ლარი დაჯდა ორი ოპერაცია. ახლა ამ მდგომარეობაში ორივე თვალზე ბროლის შეცვლაა საჭირო, რომ ჩემმა სიცოცხლით სავსე, ტკბილმა, თბილმა ბიჭუნამ შეძლოს ნათელი ფერების დანახვა, დაინახოს მზე და დედამიწა, დაინახოს ლამაზი ფერებით მორთული სამყარო... თითოეულ ადამიანს მინდა გთხოვოთ, ვისაც სურვილი გექნებათ, მცირედიც კი მნიშვნელოვანია დამიანესთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს გვერდში დგომისთვის.
ანგარიშის ნომრები დახმარების მსურველთათვის:
საქართველოს ბანკი
GE96BG0000000100985782
მიმღები: მამა - გიორგი მურვანიძე
თიბისი ბანკი
GE91TB7353445061100102
მიმღები: დედა - მარიამ რამიშვილი