შეცდომისგან არც ერთი ექიმი დაზღვეული არ არის. სამედიცინო დავების მიხედვით წარმოებულ მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე ხშირად შეცდომებს ქირურგები, სტომატოლოგები, მეან-გინეკოლგები, თერაპევტები და პედიარები უშვებენ. მართალია, ექიმის შეცდომა ყოველთვის ტრაგიკულად არ სრულდება, თუმცა არც ერთ პაციენტს არ სურს ექიმის შეცდომის საკუთარ თავზე გამოცდა, განსაკუთრებით კი მშობლებს.
თქვენი შვილი რომ ექიმის შეცდომისგან დაზღვეული იყოს, ეს რჩევები დაგეხმარებათ.
ექიმების უპირობო ნდობის დრო დიდი ხანია, წავიდა. თანამედროვე მედიცინის მიდგომა ექიმისა და პაციენტის (ან მისი მშობლების) თანამშრომლობაზეა დამყარებული. თქვენ შეგიძლიათ და უნდა იყოთ პროცესის აქტიური მონაწილე. უთხარით პედიატრს ყველაფრის შესახებ, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ, დაუსვით მეტი შეკითხვა. შეგიძლიათ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოსთხოვოთ.
სამედიცინო სკოლის დიპლომი ყოველთვის არ აქცევს ექიმს იმ ადამიანად, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება ბავშვს. მშობლებს უფლება აქვთ იცოდნენ და მიიღონ მონაწილეობა ბავშვის მკურნალობაში, რადგან ისინი, და არა ექიმი, წარმოადგენენ ბავშვის ინტერესებს.
ყველა მშობელს უნდა, რომ კარგმა ექიმმა უმკურნალოს მათ შვილს. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული თვისებები. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამედიცინო შეცდომების უმეტესობა დაკავშირებულია ე.წ დეონტოლოგიურ დანაშაულთან, ანუ სამედიცინო ეთიკის დარღვევასთან. ექიმები არასწორად იქცევიან ბავშვთან და მშობლებთან, შედიან კონფლიქტებში, იგნორირებას უკეთებენ პაციენტების ნათქვამს, ავლენენს უხეშობას და უტაქტობას.
კონფლიქტების შედეგად, მკურნალობის ხარისხი უარესდება. ამიტომ მნიშვნელოვანია იპოვოთ „თქვენი“ ექიმი, რომელთანაც მეგობრულ, სანდო ურთიერთობას დაამყარებთ, რომელიც მოგისმენთ და მოგაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრთან, რომელთანაც ყველაზე ხშირად გიწევთ კონტაქტი.
ჯერ კიდევ 1991 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ დედის სამედიცინო ცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
მშობლებს არ სჭირდებათ სამედიცინო სახელმძღვანელოების წაკითხვა, დღეს პაციენტებისთვის ადაპტირებული მასალები ხელმისაწვდომია. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ყველა სახის სტატია, ბროშურა, წიგნი და დაუსვათ შეკითხვა ექიმს. თუმცა ინფორმაციის ნებისმიერ წყაროს სიფრთხილით უნდა მოეპყროთ და დარწმუნდეთ, რომ მისი ნდობა შეიძლება.
დაუსვით თქვენს ექიმს კითხვები. ჰკითხეთ, რატომ ნიშნავს გარკვეულ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურებს, რამდენად დარწმუნებულია დიაგნოზში, რა რისკებს და პროგნოზს ხედავს.
დასავლურ მედიცინაში გავრცელებულია მეორე სამედიცინო დასკვნის მიღების პრაქტიკა. ეჭვის შემთხვევაში, პაციენტები ორ ან მეტ ექიმს სტუმრობენ, რათა განსხვავებული მოსაზრებები მოისმინონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ნუ იღელვებთ, რომ ექიმს „ეწყინება“, თუ მის ნათქვამს სხვა სპეციალიასტთან გადაამოწმებთ. ნებისმიერ ნორმალურ ექიმს უნდა ესმოდეს, რომ ბავშვის მშობლების სურვილი, მოისმინონ მეორე ექიმის აზრი, განსაკუთრებით რთულ, საეჭვო შემთხვევებში, სრულიად ნორმალურია.
მეორე ექიმის მოსაზრება ხელს უწყობს შეცდომის რისკის მინიმუმამდე შემცირებას, პრობლემის შესახებ სხვადასხვა თვალსაზრისის გაცნობას და მისი გადაჭრის გზებს.
მიზანშეწონილია, რომ ექიმები, რომლებსაც დაუკავშირდებით, სხვადასხვა კლინიკებში მუშაობდნენ. თუ ისინი იმავე განყოფილებაში მუშაობენ, არის შანსი, რომ მეორე ექიმმა თავისი კოლეგის აზრის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედოს. შესაბამისად, მისი მოსაზრება მიკერძოებული იქნება და ნაკლებად გამოდგება.