გასულ წელს საქართველოში სახელი საკუთარი ინიციატივით 3863-მა ადამიანმა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მოგვაწოდეს. შედარებისთვის:
2024 წელს კი, 2 თვის მონაცემების საფუძველზე, ამ ეტაპისთვის, 421-მა ადამიანმა შეიცვალა სახელი.
ჯამში, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში სახელი 19 069 ადამიანმა გადაირქვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული მონაცემები საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ. მათ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გიზიარებთ 2023 წელს შეცვლილი ზოგიერთი სახელის თავდაპირველ ვერსიებს - ანუ, გასულ წელს, ადამიანებმა ქვემოთ ჩამოთვლილი სახელების შეცვლა ისურვეს და სხვა სახელი დაირქვეს:
აგრაფინა, ადამა, ადელინა, ავთანდილ, აზა, ათუკა, აკაკი, აკო, ალადინ, ალახვერან, ალახვერნ, ალბერტი, ალეკო, ალექსანდრე, ალექსა, ალექსანდრე მურმან, ალი მემედ, ალიკა, ალიოშა, ალლახვერტი, ამერანი, ამირან, ანამარია, ანანო, ანასტასია, ანგელიცა, ახლიმონ, აჩიკო, ბაბალე, ბაბი, ბაბილინა, ბაბულა, ბაგრატა, ბადრი, ბაკური, ბალახანი, ბარბარე, ბასტი, ბაჩუკი, ბახუზა, ბეგლად, ბელა, ბენიამინი, ბეჟან, ბესიკი, ბექა, ბიძინა, ბიჭიკო, ბორისი, ბუხუტი, გაბრიელი, გაგა, გაიანე, გაიოზ, გალინა, განუშა, გელა, გელოდი, გელუასი, გერსიმე, გია, გზავრი, გვანცა, გიგილა, გიგლა, გივი, გივორკ, გიზო, გიორგი, გიული, გიული-ნატო, გიულნარა, გლარა, გოგი, გოგიტა, გოგოლა, გრამიტო, გოჩა, გრიგოლი, გუგულა, გრიშა გულთამზე, გულნაზა, გულიკო, გურამ, გურამა, გურამი, გურანდა, დავითი, დათიკო, დათუნა, დანიელი, დარეჯანი, დარო, დაურხან, დარინა, დარიკო, დეა, დიანა, დემეტრე, დიმა, დიმიტრი, დინარა, დოდოშკა, დონარა, ეგვისტი, ევა, ევგენია, ეთერ, ეთერა, ეკა, ეკატერინა, ელგუჯა, ელდარი, ელენე, ელვარდი, ელიზაბეტი, ელიკო, ელიოზა, ელისბარ, ელისო, ელკუჩა, ელნორა, ელპიტე, ემალია, ერიკა, ვაკო, ვალენტინა, ვალერი, ვალოდია, ვანიჩქა, ვაჟა, ვაჟიკო, ვარლამი, ვარსენიკა, ვასიკო, ვასო, ვახტანგი, ველოდი, ვენერა, ვეფხვია, ვიტალი, ვიქტორა, ვოლოდია, ზაზა, ზაირა, ზამილა, ზაური, ზაქარია, ზეზვა, ზეფირი, ზვიადი, ზინაიდა, ზოია, ზუკა, ზურაბი, ზურიკო, თაიგული, თათია, თალიკო, თამაზა, თამარ, თამარა, თამრიკო, თებრონე, თეიმურ, თეკლე, თეოლინე, თორნიკე, თინიკო, ია, იაგო, იაშა, იამზე, იგორი, იესო, ივანე, ივლიტა, ილონა, ილუშა, ინგა, ინდირა, ირა, ირაკლი, ირინე, იულია, კალისტატე, კარლო, კატუშა, კესარია, კლემენტი, კობა, კოლია, კოტე, კრემლიატა, ლამარა, ლამზირა, ლანა, ლაურა, ლელა, ლელაკო, ლელე, ლიდია, ლიმონკა, ლიუდმილა, ლიუზა, ლონგული, ლუარსაბ, ლუკა, მაგდანა, მადლენა, მადონა, მალინა, მამუგა, მამუკა, მანუჩარ, მარგალიტა, მარეხი, მარიამ, მარიანა, მარუს, მარკო, მატილდა, მაყვალა, მაშო, მედია, მედიკო, მელანო, მერაბი, მერიემ, მზევარი, მზევინარა, მზიური, მთვარისა, მიმოზა, მიშიკო, მიხეილ, მურადი, მურაზი, მურთაზი, ნაზიბროლა, ნათელა, ნარგიზა, ნანული, ნანო, ნატრულა, ნატალია, ნეკილო, ოთარა, ოთარი, პაატა, პავლე, პაბედიტელი, პარასქევა, პოლისა, ჟიგული, ჟორა, ჟუჟუნა, ჟულიეტა, რამაზი, როზა, რომანი, რუსიკო, რუსლან, სამოელ, საფინა, სერიოჟა, სვეტლანა, სიდონია, სოლომონი, სოსიკო, სპირიდონ, სტელა, სულიკო, სულეიმან, ტარიელი, ტიმოთე, ტრისტანი, უჩა, უშანგი, ფარნაოზი, ფერიდა, ფიქრია, ფოთოლი, ფოფოლა, ფრიდონ, ქართლოს, ქეთევანა, ქეთინო, ქრისტინე, ქსენია, ღუტა, შავლეგო, შაკირ, შალალა, შალვა, შამშიპაშა, შარანფურენ, შარმაზანა, შაქრო, შმაგი, შოთიკო, შორენა, შურა, შუქურა, შუშანა, შუშანიკ, ცაგო, ციალა, ცინარა, ცირა, ცისმარი, ციცინო, ცუცა, ძიმა, წავიდა, ხათუნა, ხალისი, ხასია, ხვიჩა, ჯამბული, ჯანბული, ჯანიკო, ჯეირანი, ჯემალა, ჯენარო, ჯიმშერი, ჯუანშერი, ჯუმბერი, ჰამლეტი.
თამარ იაკობაშვილი