ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე და ასევე მსახიობი ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლევან თედიაშვილი უამრავი ადამიანისთვის იყო საყვარელი სპორტსმენი, რომელსაც წლები გულშემატკივრობდნენ და მისი არაერთი გამარჯვება აღუნიშნავს ქვეყანას. მაყურებელს კი თავი დაამახსოვრა შთამბეჭდავი როლებით "ხარება და გოგიაში" და სულ ახლახან - "მეოთხე ბრაიტონში".