კვერცხს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ბავშვის მენიუში ის მოგვიანებით და მკაცრი თანმიმდევრობით ჩნდება: ჯერ გული, შემდეგ ცილა. რატომ ვიცავთ ამ წესს და როგორ უნდა მოამზადოთ კვერცხი, რომ ბავშვმა მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
კვერცხი ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს.
ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერება ცილაშია, ზოგი კი ყვითრში, ამიტომ მათ შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. კვერცხის ცილა იდეალურად ითვლება: ის თითქმის მთლიანად შეიწოვება და საჭმლის მომნელებელ სისტემას ტვირთად არ აწვება.
ის ასევე შეიცავს აუცილებელ ამინომჟავების ოპტიმალურ კომპლექტს, რომლებიც არ სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში. ამ თვისებების წყალობით, კვერცხის ცილას დიეტური პროდუქტის საპატიო წოდება მიენიჭა. გულიც ძალიან სასარგებლოა: მდიდარია A და D ვიტამინებით და სწორედ ამიტომ ჩნდება ბავშვის რაციონში ცილებამდე. ისინი ასევე ლეციტინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და სამშენებლო მასალაა ნერვული უჯრედებისა და ნერვული ბოჭკოების გარსისთვის.
მხოლოდ ქოლესტერინია, რომელიც გარკვეულწილად ამცირებს კვერცხის გულის „დამსახურებას“, ამიტომ ის არ შეიძლება დიეტურ პროდუქტად კლასიფიცირდეს. თუმცა, თუ ზომიერებას დაიცავთ, "კვერცხის" ქოლესტერინი მხოლოდ სასარგებლო იქნება, რადგან ჩვენს ორგანიზმსაც ეს ნივთიერება სჭირდება.
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/B3gFKRie0xpMDA/" data-palettepq="B3gFKRie0xpMDA"><span style="display: none;">myquiz</span></div>
გულებსაც და ცილასაც მხოლოდ ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ - უაღრესად ალერგენულია. თუ ბავშვს არ აქვს ალერგია, პირველად კვერცხი შეგიძლიათ, 6-7 თვის ასაკში გაასინჯოთ. უნდა დაიწყოთ ყვითრის მეოთხედით, 8 თვიდან კი დოზა ნახევარზე გაზარდეთ. გული მაგრად უნდა იყოს მოხარშული.
სალმონელას გასანეიტრალებლად კვერცხი 10 წუთის განმავლობაში უნდა იხარშოს. ერთ წლამდე ასაკის ჩვილებისთვის დაქუცმაცებულ გულს მარცვლეული და ბოსტნეულის პიურე ემატება. კვერცხის ცილა კი მენიუში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შედის.
ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვისთვის ომლეტების მომზადება. რბილად მოხარშული კვერცხის მიცემა ბავშვებისთვის ერთი წლის ასაკიდანაა ნებადართული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ მის ბაქტერიოლოგიურ უსაფრთხოებაში. 3 წლამდე ბავშვისთვის კვირაში 3-4 კვერცხი საკმარისია.
ქოლესტერინის ირგვლივ ბევრი კამათია, რაც ეჭვქვეშ აყენებს კვერცხის სარგებელს.
თუ შევადარებთ სხვადასხვა პროდუქტს ქოლესტერინის შემცველობით, მაშინ პირველ ადგილზე კვერცხის გული, მაგარი ყველი და იხვის ხორცი იქნება, მეორეზე ხორცის სუბპროდუქტები, ხოლო მესამეზე კარაქი. მაგრამ მართლა ასე ცუდია ქოლესტერინი? და ეს ნიშნავს, რომ კვერცხზე უარი ვთქვათ?
ქოლესტერინი თანაბრად აუცილებელია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ეს ნივთიერება უჯრედის კედლის საფუძველს წარმოადგენს, არის ნაღვლისა და D ვიტამინის ნაწილი. მისგან წარმოიქმნება ზოგიერთი ჰორმონი, მათ შორის სასქესო ჰორმონები. იმისათვის, რომ ქოლესტერინი ყოველთვის იყოს „კარგი“ და არასოდეს გახდეს „ცუდი“ (ანუ არ დაილექოს სისხლძარღვების კედლებზე), საკმარისია კვების ელემენტარული სტანდარტები დაიცვათ.
ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პირობებში შენახული კვერცხის შემცვლეობა გამოიკვლიეს.
აღმოჩნდა, რომ ოთახის ტემპერატურაზე (მაქსიმუმ +20) შენახულ კვერცხში D3 ვიტამინი უკეთ ნარჩუნდება, ვიდრე მაცივარში შენახვის შემთხვევაში. ასე რომ, შეგიძლიათ უსაფრთხოდ დატოვოთ კვერცხები მაცივრის გარეთ, თუ ბინაში ტემპერატურა +20°C-ზე მეტი არ არის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მაქსიმალური შენახვის ვადა ამ ტემპერატურაზე 20 დღეა.
თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი არსებობს კვრეცხის მაცივარში შენახვის სასარგებლოდ. ითვლება, რომ სიცივეში ბაქტერიები, მათ შორის სალმონელა, პრაქტიკულად, წყვეტენ გამრავლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის კვერცხების მაცივარში შენახვა უფრო უსაფრთხოა, თუმცა მაგრამ არა კარზე, როგორც მიჩვეული ვართ, არამედ მაცივრის სიღრმეში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვერცხებს ოთახის ტემპერატურაზე ინახავთ, შეგიძლიათ სალმონელისგან თავი დაიცვათ. ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
კვერცხისგან მომზადებულ იმ სახეობებში, სადაც პროდუქტი შედარებით ნედლი და ზოგჯერ უმიც რჩება, `A ვიტამინის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა უფრო მაღალია, თუმცა მოხარშული კვერცხი უკეთ შეიწოვება და უფრო ჯანსაღია. მოხარშულ კვერცხში `D ვიტამინის შემცველობაც საკმაოდ მაღალი რჩება.
მოხარშულზე ნაკლებად, თუმცა ომლეტიც სასარგებლო იქნება, თუ მასში ბოსტნეულს შეურევთ. ყველაზე ნაკლები სარგებელი ერბოკვერცხს აქვს, ამიტომ ეცადეთ ის ზეითუნის ზეთზე მოამზადოთ.