"ბებიაჩემმა პირველი შვილი 47 წლის ასაკში გააჩინა. გვიან ასაკში დედობას თავისი უპირატესობები აქვს. შვილებმა ჩემს ცხოვრებას ისეთი რამ შესძინეს, რაც იქამდე არასოდეს მქონია..." - მონიკა ბელუჩი - მშობლები

"ბებიაჩემმა პირველი შვილი 47 წლის ასაკში გააჩინა. გვიან ასაკში დედობას თავისი უპირატესობები აქვს. შვილებმა ჩემს ცხოვრებას ისეთი რამ შესძინეს, რაც იქამდე არასოდეს მქონია..." - მონიკა ბელუჩი

2024-03-14 15:00:13+04:00

59 წლის მონიკა ბელუჩი არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი და მოდელია, არამედ ორი ქალიშვილის დედაცაა. მას და ვენსან კასელს 19 წლის დევა და 13 წლის ლეონი ჰყავთ. მონიკამ შვილების გაჩენა უკვე გააზრებულ ასაკში გადაწყვიტა. პირველად დედა 39 წლის ასაკში გახდა, მეორე შვილი კი 45 წლის ასაკში გააჩინა. მსახიობი ამ გამოცდილებაზე ხშირად საუბრობს. ორივე შემთხვევაში, ბელუჩის შვილები ბუნებრივი გზით ეყოლა.

მონიკა ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებს არასოდეს გაურბოდა და პირიქით, აღნიშნავდა, რომ არასოდესაა გვიან, გახდე დედა. მეტიც, მსახიობმა აღნიშნა, რომ მისმა ბებიამ პირველი შვილი ბუნებრივად 47 წლის ასაკში გააჩინა.

"მანამდე დედობისთვის მზად არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ თავად ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ვნერვიულობდი, რომ არ ვიქნებოდი მზად, შვილებისთვის თავი მიმეძღვნა." - თქვა მსახიობმა რამდენიმე წლის წინ ჟურნალ You-თან ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა

10 წლის წინ ეს ნაოჭები არ მქონდა... ასაკთან ერთად ვიცვლებით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია - 59 წლის მონიკა ბელუჩის ახალი ცხოვრება და მეგობარი მამაკაცი
მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ყველაზე ლამაზად დაასახელეს ვარსკვლავების შვილებს შორის - დევა კასელი ერთდროულად ორი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა