დაადგინეთ მოზარდთა დამოკიდებულება მშობლებისადმი, მეგობრებისადმი, საკუთარი წარსულისადმი და სხვა ტესტი მოიცავს 60 დაუმთავრებელ წინადადებას, საქს-სიდნეის მეთოდის ვარიანტს. წინადადებები დაყოფილია 15 ჯგუფად, რომლებიც ახასიათებს მოზარდთა დამოკიდებულებას მშობლებისადმი, მეგობრებისადმი, კლასის დამრიგებლისადმი, სკოლის დირექტორისადმი, საკუთარი წარსულისადმი, მომავლისადმი და ა. შ. წინადადებათა ყოველი ჯგუფისათვის გამოიყენება დახასიათება "კონფლიქტის არარსებობა" (-) და "კონფლიქტის არსებობა" (+), თუ წინადადება შეიცავს უარყოფით აზრს. მაგალითად, "როდესაც კლასის დამრიგებელი მიახლოვდება, მუხლები მიკანკალებს". ტესტის შევსების შემდეგ დააჯამეთ მინუსები. თუ ოთხი წინადადებიდან სამი ან ოთხი უარყოფითი აზრის მატარებელია, კონფლიქტი აშკარაა.
ინსტრუქცია: წაიკითხეთ წინადადებები და დაასრულეთ იმ სიტყვებით, რომლებიც პირველი მოგივათ თავში.
წარსულისადმი დამოკიდებულება
1. როცა პატარა ვიყავი...
2. ოდესღაც მე...
3. ისევ პატარა რომ ვიყო...
4. ჩემი ბავშვობის ყველაზე ცოცხალი მოგონებაა...
მომავლისადმი დამოკიდებულება
1. მომავალი მეჩვენება...
2. იმედი მაქვს...
3. დადგება დღე, როდესაც...
4. როცა დავბერდები...
ცხოვრებისეული მიზნები
1. ყოველთვის მინდოდა...
2. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ...
3. ჩემი ფარული მიზანია...
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვისურვებდი...
მამისადმი დამოკიდებულება
1. ვფიქრობ, მამაჩემი იშვიათად...
2. მამაჩემმა რომ მოინდომოს...
3. მინდა, რომ მამაჩემმა...
4. ვფიქრობ, მამაჩემი...
დედისადმი დამოკიდებულება
1. დედაჩემი...
2. დედაჩემი და მე...
3. მიმაჩნია, რომ დედების უმრავლესობა...
4. მიყვარს დედაჩემი, მაგრამ...
მეგობრებისა და ნაცნობებისადმი დამოკიდებულება
1. ვფიქრობ, ნამდვილი მეგობარი...
2. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც...
3. ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანები, რომლებიც...
4. ჩემი არყოფნისას ჩემი მეგობრები...
ოჯახისადმი დამოკიდებულება
1. მრავალ სხვა ოჯახთან შედარებით, ჩემი ოჯახი...
2. ჩემი ოჯახი ისე მეპყრობა, თითქოს...
3. ჩემთვის ნაცნობი ოჯახების უმრავლესობა...
4. როცა პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი...
მამაკაცებისადმი (ქალებისადმი) დამოკიდებულება
1. ჩემთვის ქალის (მამაკაცის) იდეალია...
2. მიმაჩნია, რომ გოგონების (ბიჭების) უმრავლესობა...
3. მიმაჩნია, რომ ქალების (მამაკაცების) უმრავლესობა...
4. არ მომწონს, როდესაც ქალები (მამაკაცები)...
იხილეთ გაგრძელება