ფეხბურთი ის სპორტია, რომლის სიყვარულიც მართლაც ყველას აერთიანებს, მით უმეტეს, თუ შენი ქვეყნის გუნდი თამაშობს და მით უმეტეს - ასეთ ისტორიულ გამარჯვებას აღწევს. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა გუშინ საქართველოს ნაკრებს, ზოგი სტადიონზე, ზოგი კი სახლებში თუ სამუშაო ადგილებზე, სადაც მოუწიათ იმ დროს ყოფნა. ფოტოებს და ვიდეოებს ცნობილი ადამიანებიც ავრცელებენ.