ამ ბოსტნეულის ყოველდღიურად მოხმარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს წონაზე, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც.
ექსპერტები გამუდმებით გვახსენებენ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს. ბოსტნეული დღეს ყველაზე უსაფრთხო საკვებად ითვლება, თუმცა სინამდვილეში ეს მიდგომა ყველა სახის ბოსტნეულზე არ ვრცელდება.
ზოგიერთი ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკებს შეიცავს, თუმცა ეს მომზადებაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ბოსტნეულს მარილი მოაყარეთ და შეწვით, მაშინ მისი სარგებლიანობა იკლებს. ზოგ შემთხვევაში კი საქმე პესტიციდებიშია, რადგან ზოგიერთი კულტურების მოყვანისას მას განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. ეს ყველაფერი ყოველდღიური მენიუს დაგეგმვისას გასათვალისწინებელია.
ექსპერტები გირჩევენ განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ ამ ცხრა ბოსტნეულთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა და შეგიძლიათ საკუთარ გამოცდილებას და შეხედულებებს ენდოთ.
იმის მიუხედავად, რომ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ეს ბოსტნეული არ არის ისეთი ჯანსაღი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის მუდმივად ლიდერობს პესტიციდების შემცველობით - აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, მასში 68-მდე სახეობაა ნაპოვნი. დარჩენილი წამყვანი ადგილები, როგორც წესი, კენკრაზე მოდის.
ისპანახი ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ საკვებად ითვლება, რადგან A და K ვიტამინებითაა სავსე. აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც. თუმცა, როდესაც არასეზონურ ისპანახს ყიდულობთ, ორმოცდაათამდე პესტიციდის ზემოქმედებას რისკავთ. ამიტომ უმჯობესია ფული სეზონურ პროდუქტებზე დახარჯოთ.
უშუალოდ ბროკოლი არ არის მავნე ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. რეკომენდირებულია ბროკოლის არა ყოველდღიურად, არამედ დროდადრო გამოყენება.
ბროკოლის მსგავსად, ბრიუსელის კომბოსტოც ზრდის გაზების გამომუშავებას და მეტეორიზმს იწვევს. ეს რაფინოზით და სულფატითაა გამოწვეული. რაფინოზა ტრისაქარიდია, რომელიც არ შეიწოვება მანამ, სანამ მსხვილ ნაწლავს არ მიაღწევს. სწორედ აქ ხდება მისი ფერმენტაცია. სულფატი იწვევს არასასიამოვნო სუნს.
სიმინდს ხშირად ბევრი ზეთით და მარილით ამზადებენ, რაც არავისთვის არის სასარგებლო, თუმცა ეს არ არის ამ ბოსტნეულის მთავარი პრობლემა. მან დიდი გენეტიკური მოდიფიკაციები განიცადა და აქედან გამომდინარეე, სიმინდის ჭამისას ჩვენი სხეული იღებს ცილებს, რომლებსაც ადრე არ იცნობდა. ამან შეიძლება მგრძნობელობის გაზრდა, ალერგიაც კი გამოიწვიოს. ამიტომაც გახდა სიმინდი ჩვეულებრივი ალერგენი. მედიცინის დოქტორის დანა მაკდონალდის თქმით, ადამიანებისთვის გმო-ს მოხმარების გრძელვადიანი უსაფრთხოება გარკვეულ რისკს წარმოადგენს, თუმცა ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ზოგადად, ამ ბოსტნეულის საშიშროებაზე მტკიცებითი ტონით საუბარი ნაადრევია, მაგრამ სიფრთხილის მიზეზი ნამდვილად არსებობს.
დიეტოლოგიების თქმით, ბულგარული, კარტოფილი და ბადრიჯანი საკამათოა პროფესიულ საზოგადოებაში, რადგან ბევრი ამტკიცებს, რომ მათი ხშირი ჭამა ანთებას უწყობს ხელს. ამან კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. თუმცა, კვლევა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული და დამაჯერებელი.
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი უამრავ კალიუმს და C ვიტამინს შეიცავს, მას ჩვეულებრივ თლიან, რითაც ბოსტნეულს სასარგებლო უჯრედისი შორდება. გარდა ამისა, კარტოფილს ყველაზე ხშირად მარილმოყრილს წვავენ, რაც პრაქტიკულად ამ ბოსტნეულის ნებისმიერ კვებით ღირებულებას ანადგურებს. მოკლედ, შემწვარი კარტოფილი ნამდვილად არ არის ის, რაც ყოველდღე უნდა მიირთვათ.
კარტოფილისა და სიმინდის მსგავსად, ბარდა უამრავ სახამებელს შეიცავს. იგი მაღალგლიკემიურ ბოსტნეულად ითვლება, რომლის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება წონის და სისხლში შაქრის დონის მომატება გამოიწვიოს. ასევე აძლიერებს შემაწუხებელი შიმშილის გრძნობას.
ბადრიჯანი ხორცის მშვენიერი შემცვლელია. ის ადვილად შეიწოვს სხვა ინგრედიენტების არომატს. სამწუხაროდ, ამ თვისებას უარყოფითი მხარეც აქვს: ვინაიდან ბადრიჯანი ღრუბლივით მოქმედებს, ის არა მხოლოდ გემოს, არამედ მთელ ცხიმს, კალორიებს და ნატრიუმს შთანთქავს. ზოგადად, ბადრიჯანზე ნამდვილად არ უნდა თქვათ უარი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მისი მომზადების მეთოდს.