როგორც ცნობილია, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთი თოფურია მესამე შვილს ელოდება. ეს მისი და მისი მეუღლის - ბიზნესმენ ლევ დენგოვის მეორე საერთო შვილი იქნება. პირველი გოგონა - ოლივია, მას პირველი მეუღლისგან, ასევე ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებისას ეყოლა. შემდეგ გაჩნდა ადამი - დენგოვთან ქორწინების შემდეგ და ახლა წყვილი კიდევ ელოდება შვილს.
ქეთი კარგა ხანს მალავდა ორსულობას, ისე, როგორც წინა ორი ორსულობის შემთხვევაში და უკვე დიდი მუცლით წარდგა მაყურებლის წინაშე. ახლა ორსულობას აღარ მალავს და მისი გულშემატივრები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ ქეთი ერთ-ერთი ყველაზე მოდური და ლამაზი ორსულია რუსული ესტრადის ვარსკვლავებს შორის. ის ისედაც არაერთხელ დასახელდა ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავთა შორის და არც ორსულობისას ღალატობს ორიგინალურ, გამორჩეულ სტილს.
თვალი გადავავლოთ ქეთის ლუქებს წინა ორსულობების დროს.
პირველი ორსულობისას ქეთი ასე გამოიყურებოდა:
მეორე ორსულობა: