ოპტიკური ილუზიები, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც ტესტი არა მხოლოდ მხედველობასა და სისხარტეს ამოწმებს, არამედ ადამიანებს აიძულებს, იაზროვნონ ლოგიკურად და საკითხების გადაჭრისას არასტანდარტული წესები გამოიყენონ, ინტერპრეტაციის უნარი გამოავლინონ და ფანტაზიაც მოიშველიონ. ვიზუალური თავსატეხი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, დაგეხმარებათ, გამოსცადოთ თქვენი თავი და შეამოწმოთ, რამდენად სხარტი გონება, მეხსიერება და კარგი მხედველობა გაქვთ.
როგორც ხედავთ, სურათზე ბევრი სხვადასხვა ნივთია. თქვენი ამოცანაა, კიბე აღმოაჩინოთ. მოგცემთ მინიშნებას, რომ შესაძლოა, კიბე სრულიად არასტანდარტული მდგომარეობით დაინახოთ.
თუ ნივთებს შორის კიბე ვერ იპოვეთ, მაშინ შეგიძლიათ, სწორი პასუხი შეამოწმოთ: