მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ორ პატარას ზრდიან - ჯერის და სემს. ილო, როგორც მამა, ძალიან აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში და ერთ-ერთი სამაგალითოა ამ მხრივ ცნობილ მამებს შორის. ანი ჯერჯერობით მთელ დროს ბავშვებს უთმობს, აქტიურად არ დაბრუნებია ჯერ კარიერას და პატარების აღზრდით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ წუხდა, რომ გაუჭირდა მეორე ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფოტოსესიებიდან ჩანს, რომ მშვენიერ ფორმაშია.
ოჯახური ფოტოები ხშირად იმსახურებს კომპლიმენტებს.