ითვლება, რომ დილის "ოქროს საათებში" წყლის დალევა არა მხოლოდ ხელს უწყობს წონის დაკლებას, არამედ სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.
იაპონურ კულტურაში წყალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. წყლის გაღვიძებისთანავე დალევას ტრადიციული მედიცინაც გვირჩევს. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. აი, რატომ არის სასარგებლო ეს რიტუალი:.
რას მოგცემთ ეს?
უპირველეს ყოვლისა, სისავსის შეგრძნებას, რადგან წყალი კუჭს ავსებს. სულ მცირე, თქვენ არ მოგინდებათ ზემეტი საჭმლის მიღება. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მინიმუმ 2 ჭიქა წყალს სვამდნენ დილით, 13%-ით ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე სხვები.
გარდა ამისა, ამ მეთოდის მიმდევრები ამტკიცებენ: იაპონური წყლის თერაპია ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და ასევე ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.
თუმცა, არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებშიც ზედმეტი წყალი ასევე საზიანოა. ამიტომ წყლის რაოდენობის გაზრდამდე მიმართეთ ექიმს!