"წინასწარ არ გასინჯოთ, თორემ შემოგეჭმებათ" - დამარინადებული ვაშლის სამარხვო ნამცხვარი მზარეულ ალეკო ჯავაშვილის „გაჰიტებული რეცეპტით“ - მშობლები

"წინასწარ არ გასინჯოთ, თორემ შემოგეჭმებათ" - დამარინადებული ვაშლის სამარხვო ნამცხვარი მზარეულ ალეკო ჯავაშვილის „გაჰიტებული რეცეპტით“

2024-04-14 15:04:01+04:00

თუ სახლში გარკვეული რაოდენობის ვაშლი შემოგრჩათ, ან სადმე იაფად წააწყდით, მზარეული ალეკო ჯავაშვილი გირჩევთ, მისგან მარინადი მოამზადოთ, რომელიც ხანგრძლივი დროით ინახება და შემდეგ დესერტებში გამოიყენოთ. დღეს სწორედ დამარინადებული ვაშლის ნამცხვრის რეცეპტს გვიზიარებს:

მოამზადეთ კონტეინერი, რომელიც ჰერმეტულად იხურება.

მარინადის მომზადება:

  1. დაჭერით 2 კილომდე ვაშლი. დააწურეთ 2 ცალი ლიმონი და კარგად დაასველეთ ამ წვენში. დაუმატეთ 300 გრამი შაქარი და ერთი ვანილი.
  2. კარგად მოურიეთ, თავზე დაახურეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ, 3 დღით. უმჯობესია, თუ ერთი კვირით მაინც გააჩერებთ.
  3. როცა მარინადი მზად იქნება, დააბლენდერეთ.

ნამცხვარი მარინადისგან

  • დაბლენდერებული ვაშლის მარინადის მასა 500 გრამი.
  • სოდა 1 ჩ.კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • თაფლი 1 ს.კ.
  • ზეთი 80 გრამი
  • ვანილი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ს. კ.
  • ფქვილი 400 გრამი.

მომზადება:

დაბლენდერებული ვაშლის მარინადის მასა 5 წუთით ვადუღოთ. გავაციოთ. დავამატოთ სოდა, ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 15 წუთით. დავუმატოთ თაფლი, ზეთი, ვანილი და ფქვილი, რომელშიც წინასწარ გამაფხვიერებელს შევურევთ.

გადავიტანოთ მაფინის ფორმებში. ვაცხოთ 45 წუთით 155 გრადუსზე.

უშაქრო და უფქვილო პასკა ალეკო ჯავაშვილისგან: ვისთვისაც გამიზნული მაქვს, გაიხარებენ
სასწაული კრემ-შოკოლადი... მაქსიმუმ სამი ლარი დაგეხარჯებათ - შოკოლადის კრემისა და სოუსის რეცეპტი ალეკო ჯავაშვილისგან