მაშინ, როდესაც ცხოვრებაში უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, მშობლების როლი შვილების აღზრდასა და განათლებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს რჩევები კი ყველა დედამ უნდა გაუზიაროს საკუთარ გოგონას. ზოგიერთი სახალისოა, ზოგიც დამაფიქრებელი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მათგანი რაღაცას ასწავლის:
- გაასწორე საწოლი ყოველდღე. მაშინაც კი, თუ მხოლოდ 5 წუთი წამოწვები.
- იმოგზაურე მსუბუქად. თან მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები წაიღე.
- ბედნიერებისათვის მაინცდამაინც პარტნიორი არ გჭირდება. შეგიძლია, დამოუკიდებლად იცხოვრო. მაგრამ, თუ გსურს, შენ გვერდით ვინმე იყოს, ესეც შესანიშნავია.
- იტირე, თუ ტირილი გინდა და ემოციები გაწუხებს. შემდეგ სახე დაიბანე და ისევ ადექი.
- მოძებნე ისეთი ადამიანები და ადგილები, რომლებიც შენს სულს ეხმიანება. არასოდეს გაჩერდე იმასთან, ვისთან ყოფნაც არ გინდა... არც იქ იყო, სადაც ცუდად გრძნობ თავს.
- მოზარდებს დღის განმავლობაშიც შეუძლიათ ძილი და ამაში სასირცხვილო და არაბუნებრივი არაფერია. ისწავლე დასვენება.
- თუ ვინმემ გამოგიყენა, ეს შენი ბრალი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო, რა თქვი, რა გეცვა, რა დალიე. ისწავლე შეცდომებიდან და არავის მისცე უფლება, შენს აზრში დაგაეჭვოს და ის გაგაკეთებინოს, რაც თავად სურს.
- გაჩერდი და უფრო ხშირად მიმოიხედე გარშემო. დააკვირდი შენ ირგვლივ არსებულ სილამაზეს - ასეთი ნამდვილად ბევრია და თავადაც ნახავ.
- ყოველთვის ამოალაგე ბარგი. მით უმეტეს, თუ სადმე ერთ ღამეზე მეტის გატარებას გეგმავ.
- არასოდეს მოატყუო საკუთარი თავი. ეს სრულიად უშედეგოა.
- საჯარო ადგილებში არასოდეს დატოვო სასმელით სავსე ჭიქა უყურადღებოდ. ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს.
- არასოდეს წახვიდე უცხო ადამიანთან ისე, რომ ვინმეს არ უთხრა, სად მიდიხარ. თავს მიხედე.
- გჯეროდეს საკუთარი თავის, თუნდაც არავის სჯეროდეს შენი - და იცოდე, რომ მეც მჯერა შენი.
- არასოდეს არაფერი გააკეთოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები გაიძულებენ ამის გაკეთებას. თუ რაიმეს გაიძულებენ, ისინი ნამდვილი მეგობრები არ არიან.
- ტკივილი სამუდამო არ არის. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაივლის.
- გახსოვდეს, რომ შეგიძლია, მიაღწიო ყველაფერს, რაზეც ოცნებობ. ნუ შეგეშინდება შრომისმოყვარეობის, რომელიც მიზნის მისაღწევად აუცილებლად დაგჭირდება.
- არა ნიშნავს არას და თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, დროა, სხვა გზით წახვიდე.
- ისწავლე მარტივი სადილების მომზადება, სახლის მოწესრიგება - დამიჯერე, ეს უნარები აუცილებლად გამოგადგება.
- ყოველთვის იყავი შენი თავი. არავისთან ადაპტაცია და შედარება არ გჭირდება.
- ნუ ინერვიულებ იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებ. ეს შენს დროსა და ძალისხმევას არ იმსახურებს.
- შენი სხეული, შენი გარეგნობა შენი არჩევანია. არავის მისცე უფლება, მიგითითოს, როგორ გამოიყურებოდე, რამდენს კილოგრამს იწონიდე ან რა ფერის თმა გქონდეს...
- არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, ყოველთვის შეგიძლია სახლში დაბრუნდე - იცოდე, რომ გელოდები.
- თუ ყველაფერში ეჭვი გეპარება, შენს ინტუიციას მიენდე. როგორც წესი, ის არ იტყუება.
- იყავი ბედნიერი და გახსოვდეს შენი ფესვები. ოჯახი ყველაფერია.
- საოცარი ხარ და არავის მისცე უფლება, ამაში დაგაეჭვოს. თუ ვინმე ცდილობს, თავდაჯერებულობა შეგირყიოს, უბრალოდ დატოვე. შენ უკეთესს იმსახურებ.