სააღდგომოდ ყველა ოჯახში იღებება კვერცხი და შესაბამისად, კვერცხზე მოთხოვნაც ძალიან იზრდება. ამ დროს უფრო დიდია რისკი, რომ ვინმემ სიტუაციით ისარგებლოს და უხარისხო, არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია გაყიდოს.
როგორ უნდა აარჩიოთ კვერცხი, რომ არ მოტყუვდეთ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტიმარიამ ჩაჩუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.
"კვერცხი ფოროვანი პროდუქტია და მასში მიკრობების შეღწევა ძალიან ადვილია. ამიტომ, პირველ რიგში, კვერცხი ჰიგიენურ გარემოში იყიდეთ და აუცილებლად თავდახურულ მდგომარეობაში.
კვერცხის სიახლეზე მეტყველებს მისი ზედაპირიც, შეხებისას ერთგვაროვანი და ხაოიანი უნდა იყოს და არა პრიალა. ახალი კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლოა. უმჯობესია, რომ 7 დღემდე ვადის კვერცხი შევიძინოთ, 3-4 დღის კვერცხი ყველაზე სასარგებლოა.
საერთოდ, კვერცხის შენახვის ვადა შეიძლება 30 დღემდე იყოს იმის გათვალისწინებით, სიგრილეშია თუ სამაცივრე პირობებში. არ შეიძინოთ კვერცხი, რომელზეც თარიღი მითითებული არ არის." - განაცხადა მარიამ ჩაჩუამ.
შეღებვისთვის უკეთესია, თუ მუქი ფერის კვერცხს გამოვიყენებთ, რადგან უფრო კარგად იღებება. სოფლის კვერცხი სასარგებლო და უფრო მეტად გემრიელიცაა და ეს ფრინველის უფრო მრავალფეროვანი კვებითაა განპირობებული. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვხარშავთ, ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სოფლის კვერცხს დაბინძურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაზღვეულები ვართ.