პედიატრი თამარ ობგაიძე გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, შეიძლება თუ არა ბავშვს მშობლების საწოლში ეძინოს:
- უმჯობესია, ბავშვი საკუთარ საწოლში იყოს. იქვე დაძინებასა და იქვე გაღვიძებას მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, დედასთან და მამასთან საწოლში გადასვლა შეიძლება და ამას ვერც ერთ ბავშვს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ ძილი თავის საწოლში ჯობს.