GeoTeamსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელგიორგი წიტაიშვილთანვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გიორგი დღემდე კიევის "დინამოს" ფეხბურთელია, თუმცა ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს.
გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე აქვს. ამ ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევის "დინამო" ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.
გიორგი წიტაიშვილი დაიბადა ისრაელში, რიშონ-ლე-ციონში, სადაც მამამისი ფეხბურთელი კობა წიტაიშვილი იმჟამად თამაშობდა.
ინტერვიუში ქართველი სპორტსმენი საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს იხსენებს. წიტაიშვილი უკრაინელსოფია მურზაზე2023 წელს დაქორწინდა, გრანდიოზული ქორწილი წყვილმა საქართველოში გადაიხადა. ამჟამად კი სამი თვის გოგონას ზრდიან.
- 12 წლიდან მარტო ვცხოვრობ, მას შემდეგ რაც უკრაინაში წავედი. ამბობენ, რომ თუ გინდა ბიჭი შვილი მალე გაიზარდოს, უნდა გაუშვა მარტო საცხოვრებლადო... ოჯახი მენატრებოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რის გამო მივდიოდი. როდესაც შენი საქმე გიყვარს და იცი, რა მიზანი გაქვს, მოითმენ და გააკეთებ. უკრაინამდე "ბარსელონაში" ვიყავი სინჯებზე, ამიყვანეს, მაგრამ ბაზაზე ცხოვრება იმ ასაკში არ შეიძლებოდა. მითხრეს, რომ ესპანეთში უცხო ოჯახში ვიცხოვრებდი. ჩემი ოჯახი არ დათანხმდა, დავბრუნდი ისევ კვიპროსში. მამამ თემურ ქეცბაიას ჰკითხა, როგორ მოვქცეულიყავით და უთხრა, რომ ფიზიკურად გაძლიერება მჭირდებოდა და კიევის "დინამოში" გამიშვეს სინჯებზე. რვა თვე დავრჩი იქ, თავიდან არ ამიყვანეს, ჩემებმა, - ბოლო თამაშია და ახლაც თუ არ დაგტოვეს, მივდივართო. საბოლოოდ დამტოვეს, ენა არ ვიცოდი, ქართული ვიცოდი და ინგლისური.
- ბავშვის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა, ზოგადად ამბობენ, რომ ღმერთი როცა გაძლევს გოგოს, ემოციური ხდებიო. უფრო თბილი გავხდი.
თავიდან უარი ვთქვი, რომ დავესწრებოდი, ჩემი ცოლი ორსულობის დროს ესპანეთში იყო, მე კი - ბათუმში. ბოლო პერიოდი რომ ჩავედი, ვნახე, როგორ მიდიოდა ორსულობა, გადავწყვიტე, რომ დავესწრებოდი ჩემი შვილის დაბადებას. რაღაც მომენტში ცოტა ვიჩხუბეთ და მითხრა, გადი, არ მჭირდებიო. ვკარნახობდი, რა გაეკეთებინა, როგორ, საიდან მოვიტანე, არ ვიცი, "იუთუბზე" ვუყურებდი მანამდე ვემზადებოდი. არ ველოდი, რომ ასეთი რთული პროცესი იყო.