იმას, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდანვე გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეთ, არაერთი ფსიქოლოგი და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი საუბრობს.
"ასწავლეთ შვილებს, რომ დალაგება, საჭმლის მომზადება, თვითმომსახურება საბაზისო უნარებია და არა გენდერული როლები." - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა და აქვეყნებს იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომელთა შესრულებაც ბავშვებს სხვადასხვა ასაკში უნდა შეეძლოთ.
2-3 წლის ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს:
- სათამაშო ნივთების ალაგება;
- დაღვრილი სითხის მოწმენდა;
- მაგიდის ალაგება;
- პროდუქტების პარკებში ჩალაგება;
- ნარჩენების დახარისხება;
- დასვრილი ტანსაცმლის გასარეცხებში განთავსება;
- მტვრის გადაწმენდა.
4-6 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს:
- ლოგინის დალაგება;
- კარადაში ტანსაცმლის შელაგება;
- შინაურ ცხოველებზე ზრუნვა;
- მარტივი საკვების მომზადება;
- მაგიდის გაშლა;
- ყვავილების მორწყვა.
7-9 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს:
- დილით მაღვიძარას მეშვეობით ადგომა;
- საუზმის მომზადება;
- ფულთან ურთიერთობა;
- მარტივი კერძების მომზადება;
- ჭურჭლის რეცხვა;
- მტვერსასრუტის გამოყენება.
10+ ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს:
- სარეცხი მანქანის გამოყენება;
- სახლის საქმეებში-შეკეთებაში დახმარება;
- ოჯახის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
- საკუთარი შემოსავლების გზების ძიება;
- სადილის მომზადება.