ყველა მშობელი ცდილობს, შვილი ფსიქოლოგიური ტრავმებისგან დაიცვას. მიუხედავად ამისა, ადამიანები ყველაზე მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას სწორედ ბავშვობაში იღებენ და მიზეზი ხშირად, სწორე მშობლები არიან.
ბავშვმა შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა დედასთან ხანგრძლივი განშორებით ან ერთი ან ორივე მშობლის უყურადღებობით მიიღოს.
ბავშვს შეიძლება უარყოფის ტრავმა განუვითარდეს, თუ ადრეულ ბავშვობაში მშობლის მზრუნველობას მოკლებულია. ყურადღების ნაკლებობა და მისდამი გულგრილობა ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად დედის მშობიარობის შემდგომი დეპრესიით არის განპირობებული.
მშობლების ხშირმა ხანგრძლივმა არყოფნამ სახლში ასევე შეიძლება დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა. უფრო მეტიც, ასეთი ხასიათის ემოციური დისკომფორტი ძირითადად სკოლის მოსწავლეებს აქვთ.
ფსიქოლოგიური ტრავმის კიდევ ერთ მიზეზად ფსიქოლოგები ასახელებენ ფაქტორს, როცა მშობელი ბავშვს არ იღებს ისეთს, როგორიც არის და ჩააგონებს მას, რომ უკეთესი გახდეს. განსაკუთრებით დიდი დარტყმა ადგებათ, როცა შვილით უკმაყოფილი მშობელი მასზე უარს ამბობს. მაგალითად, გაბრაზებული ეტყვის, რომ ბავშვთა სახლში გაუშვებს ან სახლიდან გააგდებს. ამის გამო ბავშვი ცდილობს, უკეთესად მოიქცეს, რათა მამას და დედას ასიამოვნოს, მაგრამ მუდმივად არასასურველად გრძნობს თავს. იგივე სიტუაცია ხდება მაშინ, როდესაც მოზრდილებს არ ესმით შვილის გულისტკივილი და ნამდვილი საჭიროებები.
ბავშვებს ნებისმიერი ასაკშის სჭირდებათ უსაფრთხოების განცდა. როდესაც ის არ არის და უფროსები მუდმივად ადანაშაულებენ შვილს, ფსიქიკური აშლილობის გამოვლენა გარდაუვალია.
მშობლების განსხვავებულმა სტრატეგიამ აღზრდის საკითხებში ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას. „პირობითად, დედა ნებას აძლევს, მამა კრძალავს. შედეგი ის არის, რომ ბავშვს ფსიქიკა ერღვევა და ვერასოდეს გაიგებს, რა უნდა და რისკენ უნდა ისწრაფოდეს“, – განმარტავენ სპეციალისტები.
კარგი მშობლები მხარს უჭერენ ბავშვის უსაფრთხო მიჯაჭვულობას. ეუბნებიან: "მე გვერდით ვარ და თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება, დაგეხმარები,". ისინი ასევე ასწავლიან ბავშვს დამოუკიდებლობას, ემოციების გამოხატვას, თავდაჯერებულობასა და გულწრფელობას.