ქვემოთ მოცემულია 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან. თუკი შეძლებთ, რომ უმრავლესობას სწორად გასცეთ პასუხი, კარგი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. რა ენაზე საუბრობენ ბრაზილიაში?
- ესპანურად
- პორტუგალიურად
- ინგლისურად
2. რომელ წელს დაარსდა პოპულარული სოციალური ქსელი - Facebook?
- 2004 წელს
- 2006 წელს
- 2007 წელს
3. ჩამოთვლილთაგან, რომელ კატეგორიაში ერთიანდებიან პინგვინები?
- ძუძუმწოვრების კატეგორიაში
- ქვეწარმავლების კატეგორიაში
- ფრინველების კატეგორიაში
4. ვინ არის ნახატის "ვარსკვლავებიანი ღამე" ავტორი?
- ვინსენტ ვან გოგი
- პაბლო პიკასო
- კლოდ მონე
5. რომელი ქვეყანაა სურათზე მონიშნული?
- დიდი ბრიტანეთი
- ესპანეთი
- იტალია
6. სიმინდი მოჰყავთ ყველა კონტინენტზე, გარდა ერთისა. რომელია ეს კონტინენტი?
- ანტარქტიდა
- ევრაზია
- ავსტრალია
7. რა ჰქვია მსოფლიოში ყველაზე პატარა ხილს?
- ვოლფია
- ჯეკფრუტი
- სმოლფრუტი
8. რომელი ქვეყნის დედაქალაქია სოფია?
- ჩეხეთის
- ბულგარეთის
- ბელარუსის
9. რომელ კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშიანი უდაბნო?
- სამხრეთ ამერიკის
- აფრიკის
- აზიის
10. რომელი მხატვრის ნამუშევარია "მეხსიერების მდგრადობა"?
- სალვადორ დალის
- რაფაელ სანტის
- ედუარდ მანეს
სწორი პასუხები:
- პორტუგალიურად
- 2004 წელს
- ფრინველების კატეგორიაში
- ვინსენტ ვან გოგი
- ესპანეთი
- ანტარქტიდა - სიმინდი სითბოს მოყვარული მცენარეა. მის გასაზრდელად ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24 °C. ანტარქტიდაში ის არ იზრდება.
- ვოლფია
- ბულგარეთის
- საჰარა მსოფლიოს უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს.
- სალვადორ დალის