ყოფილი მოდელი და ამჟამად სამოდელო სააგენტოს მფლობელი და წარმატებული ქართველი მოდელების აღმომჩენი ნინო ცქიტიშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ყველასათვის ცნობილია, მისი უფროსი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, ასევე მოდის სფეროში საქმიანობს უმცროსი ქალიშვილი - ანა. ლამაზი დედა-შვილის მორიგ ფოტოსესიას დიდი მოწონება ხვდა სოციალურ ქსელში.
ნინო და მისი მეუღლე - ყოფილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი მრავალშვილიანი მშობლები არიან - მათ 4 შვილი ჰყავთ.