ოპტიკური ილუზიები საკმაოდ პოპულარული საშუალებაა, რომ ადამიანებმა ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია აღმოაჩინონ და უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავის შესახებ. ეს, ერთი შეხედვით, სახალისო ტესტები შესანიშნავად გამოკვეთენ, როგორი ანალიტიკური უნარები გაქვთ, შეგიძლიათ თუ არა დეტალებზე კონცენტრირება, რა შიშები, კომპლექსები იმალება თქვენში, რაც ხელს გიშლით წარმატებასა და ბედნიერებაში. შედეგი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ხედავთ სურათზე.
დღეს ერთი საინტერესო ტესტი მოგიმზადეთ. თქვენი ამოცანაა, შეხედოთ სურათს და დაიმახსოვროთ ის ცხოველი, რომელიც პირველი დაინახეთ. ტესტის ავტორების თქმით, პასუხი გეტყვით, თუ რა არის თქვენი ფარული შიში.
თუ სურათზე პირველი კატა დაინახეთ:
ყველაფერზე მეტად მარტოობის გეშინიათ. დიახ, ხანდახან გინდათ, მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან, მაგრამ არა ყოველთვის. თქვენს შიგნით არის შიში იმისა, რომ ახლობელი ადამიანები ადრე თუ გვიან ჩამოგშორდებიან, მიგატოვებენ, გიღალატებენ. ეს კი გიბიძგებთ, რომ მათ მაქსიმალურად ასიამოვნოთ, თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხშირად თქვენი სურვილები და ოცნებები გავიწყდებათ, ან უგულებელყოფთ. ნუ იქნებით რადიკალური. ის, ვისაც ნამდვილად სჭირდებით, არასოდეს მიგატოვებთ, პირიქით, ცხოვრებისეული პრინციპებისთვის დაგაფასებთ და თქვენთან ურთიერთობას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის.
თუ სურათზე პირველი ვირთხა დაინახეთ:
ადამიანების ნდობა გიჭირთ. ყველაზე მეტად მოტყუების გეშინიათ. ეს იმდენად ძლიერი შეგრძნებაა, რომ ყველგან შეთქმულებებსა და ინტრიგებს ხედავთ. ცდილობთ, ახლობელი ადამიანებიც კი ტყუილში გამოიჭიროთ. ამის გამო მათგან ხშირად წყენასა და გაბრაზებას იღებთ. თქვენი ეს ხასიათი შემთხვევით არ განვითარებულა. ალბათ, თქვენთვის ძალიან ძვირფასმა და მნიშვნელოვანმა ადამიანებმა გიღალატეს, უსამართლოდ დაგწყვიტეს გული და ამის შემდეგ ნდობა ძალიან გიჭირთ. ყველას ეჭვის თვალით უყურებთ... თუმცა, მუდმივ სტრესში ცხოვრება წარმოუდგენელია. მიეცით ადამიანებს შანსი, რომ ისევ დაგიბრუნონ რწმენა და ნდობა გასწავლონ. ყველა მათგანი ცუდი ნამდვილად არ არის.
თუ სურათზე პირველი ენოტი დაინახეთ:
არ გსურთ, სხვებს დაემსგავსოთ. მუდმივად ცდილობთ, სხვებისაგან გამოირჩეოდეთ და საკუთარი უნიკალურობა აჩვენოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია. თუმცა, არჩევანი თქვენი რეალური სურვილებით უნდა გააკეთოთ. მხოლოდ იმის გამო, რომ სხვას არ დაემსგავსოთ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას იმას, რაც გულწრფელად არ მოგწონთ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები თქვენს გულწრფელობას იგრძნობენ და თქვენთან დაახლოებას გადაწყვეტენ.