"ბარიატრიული ოპერაციიდან გავიდა ორ თვეზე მეტი... მადლობა ჩემს ექიმს" - თათია სულუაშვილი - მშობლები

"ბარიატრიული ოპერაციიდან გავიდა ორ თვეზე მეტი... მადლობა ჩემს ექიმს" - თათია სულუაშვილი

2024-05-25 19:45:19+04:00
მსახიობი თათია სულუაშვილი ბოლო წლებში ხშირად წერს იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის წონას. ადრე აღნიშნა, რომ დიეტების, შიმშილის ხარჯზე ცდილობდა ზედმეტი კილოგრემების მოცილებას, თუმცა შედეგს ან ვერ აღწევდა, ან მალევე იბრუნებდა დაკლებულ კილოგრამებს. შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორ კვებასთან ერთად ვარჯიშითა და ფიზიკური დატვირთვით უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა.

40365475-660429280995128-740530113623359488-n-1716653298.jpg

თუმცა წონასთან ბრძოლა მაინც გრძელდებოდა და როგორც მისი ახალი ფეისბუქ-პოსტიდან ვიგებთ, მან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, შედეგიც გაასაჯაროა.

"ბარიატრიული ოპერაციიდან გავიდა ორ თვეზე მეტი, ამ დროის მანძილზე ჩემი შედეგია -17 კგ.
მადლობა ჩემს ექიმს ვოლკამ კინასს, რომელმაც ჩემი დიდიხნის ნატვრა ამისრულა!" - წერს თათია და ფოტოს აქვეყნებს.
445735278-2077450022626373-618687145178901712-n-1716653072.jpg
სხვათა შორის, იუმორისტი ცოტა ხნის წინ იმაზეც საუბრობდა, რომ არაკორექტულ მოპყრობასაც შესჩეხვია წონასთან დაკავშირებით.

"სანამ ახლი წელი დადგებოდა, ფეხსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი. მოვიდა გამყიდველი, მივესალმეთ ერთმანეთს. რაღაც მომატებული ხარო? - მკითხა. გამიკვირდა ასეთი თამამი რეაქცია და ვუთხარი, რომ ცოტა 3-4 კილო მოვიმატე- მეთქი. ჩვეულებრივად ვესაუბრე. "რატო, გიყვარს ჭამა? მოდი აღარ ვჭამოთ, მოდი ნათია, ნახე, ხომ გახსოვს თათია შარშან როგორ იყო. რატომ ვჭამთ? მოდი, აღარ ვჭამოთ." - თქვა... ადამიანები ძალიან მარტივად აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ასეთი რეაქცია ჰქონდეთ, მე მაინც ბედნიერი ვარ, ასეც ისეც... კიდევ რომ მოვიმატო მიან ბედნიეი ვიქნები. თქვენსას ვჭამ თუ რა ხდება?! მეორედ ეს არ გააკეთოთ. სხვა რომ შეგხვდეთ იმასთანაც. მეტირება, მეცინება, ყველა რეაქცია მაქვს ერთად", - ამბობდა თათია.