გიორგი მახარაძის ქალიშვილები ელენე და ნიკა, ერთად არ ცხოვრობენ, რადგან ელენე ძირითადად დედასთან - გიორგის პირველ მეუღლესთან, მარიამ როინიშვილთან იზრდება. თუმცა ეს არ უშლის ხელს დებს, ძალიან ბევრი დრო გაატარონ ერთად და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდეთ, რაშიც მშობლები ძალიან ეხმარებიან. ელენე ხშირად არის მამასთან და პატარა ნიკას საუკეთესო მეგობარია. რა თქმა უნდა, ნიკას გვერდით იყო მის დაბადების დღეზე, როცა პატარა დაიკო 3 წლის გახდა.
გიორგი აქტიურად არის ჩართული ნიკას აღზრდაში და ცნობილ მამებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა. როცა გოგონები ერთად არიან, სიამოვნებით უღებს მათ სამახსოვრო ფოტოებს. ამჯერადაც შესანიშნავი ფოტოსესია გამოუვიდა, რომელსაც მარტივად მიაწერა: "მახარაძენი".