გახმაურებული მკვლელობა ბარსელონაში 3 ივნისს, გამთენიისას მოხდა, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ნათია (ნასწია) გულბანი ადგილზე დაიღუპა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეუღლე, ბექა (გვარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) თვითმხილველების თქმით, მაშინ აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ოჯახის განცხადებით, ის ნათესავის სახლში მიდიოდა დახმარების სათხოვნელად და მიმალვას არ ცდილობდა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
პოლიცია გვიდასტურებს, რომ არაერთხელ გამოიძახეს მეზობლებმა და გოგონას ძალადობის კვალიც აღმოაჩნდა, მაგრამ ამას გარდაცვლილი ნათია გულბანი უარყოფდა და სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა ძალადობის დასაფარად. მას არასოდეს შეუტანია პოლიციაში საჩივარი ქმრის წინააღმდეგ. ნათია გულბანის ტრაგიკულად გარდაცვალება არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციას არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა და საქმეში ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ასევე, ბარსელონაში არსებულმა ყველა კლინიკამ თხოვნით მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ფემინიზმის მსხვერპლი ქალის ხსოვნისთვის...
ნათიას საცხოვრებელთან, ქართველებთან ერთად ყოველდღე იკრიბებიან ესპანელი ქალებიც. 24 საათის განმავლობაში მისი გარდაცვალების ადგილზე ანთია სანთლები და ყველა ერთხმად გმობს ძალადობას. ჩვენ რამდენიმე მეზობელს გავესაუბრეთ. აი, რას გვიყვებიან ისინი: განაგრძეთ კითხვა