მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი დევა უკვე ცნობილი მოდელია და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დღევანდელ მოდელებს შორის, უამრავი კონტაქტით და შეთავაზებით. რაც შეეხება უმცროს გოგონას, დევას, ის 14 წლისაა და მშობლები მაქსიმალურად იცავენ საზოგადოების ყურადღებისგან. გოგონა რომთან ახლოს სკოლაში სწავლობს და თავადაც არ მიისწრაფვის პოპულარობისკენ. არც სამოდელო კარიერაზე ფიქრობს. სოციალურ ქსელში საკმაოდ იშვიათად ჩნდება და ტიკ-ტოკზეც რამდენიმე "თინეიჯერული" ვიდეო უდევს.
ამჯერად მამას მიულოცა მამის დღე და საარქივო ფოტო გამოაქვეყნა ვენსან კასელთან ერთად.