პარკი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა.
1821-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის დამთავრების შემდეგ სპარსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიური მოღვაწე მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი, სასულიერო წოდებით – მუჯთაჰიდი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა, იძულებული გახდა, სამშობლოდან გახიზნულიყო.