1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშტაიდის ბაღში, მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა - მშობლები

1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშტაიდის ბაღში, მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა

2024-06-24 12:52:43+04:00
1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშტაიდის ბაღში, მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა.
პარკი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა.
1821-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის დამთავრების შემდეგ სპარსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიური მოღვაწე მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი, სასულიერო წოდებით – მუჯთაჰიდი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა, იძულებული გახდა, სამშობლოდან გახიზნულიყო.
◽ რუსეთის მთავრობამ მას 50 დესეტინა მიწა უბოძა, რომელიც 1853 წელს გამოისყიდა, 1935 წელს კი, მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა.
◽ ერთ-ნახევარი კილომეტრი სიგრძის სამ სადგურიან რკინიგზაზე ორთქლმავალს ოთხი ვაგონი დაჰყავდა, თითოეულ ვაგონში კი 50 ბავშვი ეტეოდა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება