ბევრი სათამაშო და სურვილების მყისიერი ასრულება სულაც არ ყოფილა ბავშვის განვითარებისთვის დიდად სასარგებლო. ამის შესახებ "საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის" პრეზიდენტილალი ბადრიძე საუბრობს.
„ბავშვი, რომელსაც ბევრი სათამაშო აქვს, ფაქტობრივად, ვერ ვითარდება. 50 წლის წინ ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა - ჯონ გრინდერმა ნობელის პრემიის ლაურეატები გამოიკვლია. აინტერესებდა, რა აერთიანებდა ამ ადამიანებს, რომლებმაც ამხელა სიმაღლეებს მიაღწიეს.
აღმოჩნდა, რომ ნობელის პრემიის არც ერთი ლაურეატი ბავშვობაში დალხინებულად არ ცხოვრობდა. უღრუბლო ზეცა არც ერთს არ ჰქონია, ყველას რთული ბავშვობა ჰქონდა გავლილი. მათ აერთიანებდათ ერთი რამ - ოცნება უყვარდათ. ბავშვებში რომ ოცნება არ ჩავკლათ, მივცეთ საშუალება, რომ იოცნებოს. რასაც ინატრა, თუ მაშინვე მოუტანეს, მან ოცნება ვერ მოასწრო, რადგან მაშინვე შეუსრულდა სურვილი. ამას მოჰყვება ემოციების ნაკლებობა, ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან იმ პრობლემით, რომ დაიბადა მდიდარ ოჯახში და ყველა სურვილი მან უსრულდებოდა, სანამ ოცნებად ექცეოდა. ამიტომ მათ ემოციები აკლიათ, სიხარული არ აქვთ. ის ბავშვი კი, ვისაც სათამაშოდ შეიძლება სულ 3 ჯოხი აქვს, უფრო კრეატიულია. მე არ ვამბობ, რომ ბავშვებს მხოლოდ ჯოხებით ვათამაშოთ, უბრალოდ, მივცეთ საშუალება, თავად მოიგონონ რაღაც, იმ წუთას ნუ მივართმევთ გამზადებულს. ბავშვებს სოფელთან, მიწასთან არ აქვთ შეხება, მცენარეს დააკვირდეს, თუნდაც დათესოს და უყუროს, როგორ იზრდება, ცხოველთან ახლოს მივიდეს, ხელი გადაუსვას. მარტო იმიტომ, რომ გეშინიათ და თქვენ მშვიდად იყოოთ, რომ რამე არ „აიკიდოს“, ამიტყომ არ წაიქცეს, ფეხი არ წამოკრას, კიბეზე არ ავიდეს, ხეზე არ ავიდეს? ჩემი, როგორც მშობლის სიმშვიდისთვის, ბავშვს ვაქცეს ათასნაირ ჩარჩოში და რომ გაიზრდება, მინდა ლიდერი იყოს, დამოუკიდებელია დამიანი იყოს? არ გამოვა“ - ამბობს ლალი ბადრიძე.