"28 კვირის ვარ და გიგანტური მუცელი მაქვს.... როცა 20-25 წლის მერე ამ ვიდეოს ნახავ, მინდა იცოდე..." - ია დუდაშვილის გზავნილი მესამე შვილს, მომავალში - მშობლები

"28 კვირის ვარ და გიგანტური მუცელი მაქვს.... როცა 20-25 წლის მერე ამ ვიდეოს ნახავ, მინდა იცოდე..." - ია დუდაშვილის გზავნილი მესამე შვილს, მომავალში

2024-07-31 14:20:29+04:00

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე ფსიქოლოგი ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც საუბრობს ოჯახზე, დედობაზე, ორსულობაზე და ა.შ. როგორც ცნობილია, წყვილი მესამე შვილს ელოდება და სქესის გაგების საჯარო ცერემონიიდანაც გაირკვა, რომ მომავალი პატარა გოგონაა. სწორედ ამ გოგონასთვის ჩაწერა მორიგი ვიდეო იამ, რომელსაც "გზავნილი მომავალში" უწოდა.

"აუცილებლად შეუნახეთ შვილებს მსგავსი ჩანაწერები", - წერს ია სოციალურ ქსელში.

ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდებიან - წყვილმა მომავალი ბავშვის სქესი გაამხილა