მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე ფსიქოლოგი ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც საუბრობს ოჯახზე, დედობაზე, ორსულობაზე და ა.შ. როგორც ცნობილია, წყვილი მესამე შვილს ელოდება და სქესის გაგების საჯარო ცერემონიიდანაც გაირკვა, რომ მომავალი პატარა გოგონაა. სწორედ ამ გოგონასთვის ჩაწერა მორიგი ვიდეო იამ, რომელსაც "გზავნილი მომავალში" უწოდა.
"აუცილებლად შეუნახეთ შვილებს მსგავსი ჩანაწერები", - წერს ია სოციალურ ქსელში.