როდესაც საზოგადოებამ პირველად შეამჩნია, რომ პრინცესას შუბლზე, თმის ხაზის გასწვრივ ნაწიბური ჰქონდა, კენსინგტონის სასახლეში ამასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, სამეფო ბიოგრაფმა ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქამდე უცნობი რამდენიმე საინტერესო ფაქტი გააჟღერა.
როგორც ცნობილია, ქეით მიდლტონმა იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის 6 თვის განმავლობაში საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა და პარალელურად, არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ ის და უილიამი განქორწინების ზღვარზე იყვნენ. თუმცა, ქეითმა მარტში მიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
ამ ამბავმა მიდლტონის ბევრი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო და პრინცესამ არაერთი გამამხნევებელი სიტყვა მიიღო.
მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი აქამდეც დაუსვეს. სამეფო ბიოგრაფმა რობ ჯობსონმა გამოცემა Independent-ს განუცხადა, რომ მიდლტონს თავზე ოპერაცია, სიმსივნის ამოკვეთის მიზნით, ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გაუკეთდა.
"მარლბოროს კოლეჯში სწავლისას ქეითს თავში, მარცხენა მხარეს, თმის ხაზის ქვემოთ სიმსივნე აღმოაჩნდა. გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და სიმსივნე ამოკვეთეს." - ამბობს სამეფო ბიოგრაფი. ოპერაციის შემდეგ ქეითს 7-სანტიმეტრიან ნაწიბური დარჩა. როდესაც 2001 წელს მან პრინცი უილიამი გაიცნო და მისი ფოტოებიც პრესაში გავრცელდა, საზოგადოებამ თავზე ნაწიბური მარტივად შეამჩნია, თუმცა მაშინ კენსინგტონის სასახლემ დეტალური განცხადება არ გააკეთა და რამდენიმე სიტყვით განმარტა:
"ნაწიბური ბავშვობაში ჩატარებულ ოპერაციასთანაა დაკავშირებული." - ეწერა ოფიციალურ განცხადებაში.
ახლა უცნობია, ქეით მიდლტონი რა ტიპის კიბოს ებრძვის, თუმცა ბოლო პერიოდში ის საზოგადოებაში ორჯერ გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ ის უილმბდონის ფინალზე ნახეს, სადაც მან ახალგაზრდა ჩოგბურთელი, კარლოს ალკარასი, დააჯილდოვა.