მომღერალი ქეთა თოფურია მესამე შვილის დედა გახდა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა და ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ნიკოლი დაარქვა:
"31/07/24. ნიკოლი".
ეს ქეთას და მისი მეუღლის - ლევ დენგოვის მეორე საერთო შვილია. დენგოვთან მას ვაჟი - ადამი ჰყავს, ხოლო პირველი ქორწინებიდან ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან - 9 წლის ქალიშვილი ოლივია.