განათლებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, იქნება ეს ტექნოლოგიები, ისტორია, კულტურა თუ სხვა, მრავალმხრივი ცოდნა აქვთ. დღეს ერთ საინტერესო ტესტს გაგიზიარებთ - თუ ამ 8 შეკითხვიდან ყველას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. ვინ გამოიგონა თანამედროვე მაკრატელი, რომელსაც სტილისტები დღემდე იყენებენ?
- ლეონარდო და ვინჩიმ
- მიგელ სერვეტმა
- ჯეიმს მედისონმა
2. ფეხბურთის ისტორიაში რა მასალისგან არ გაკეთებულა ფეხბურთის ბურთი?
- ვულკანიზებული კაუჩუკისაგან
- ქოქოსისაგან
- პოლიურეთანისაგან
- ცხოველის შარდის ბუშტისაგან
3. ვინ და როდის დაიწყო კინოწარმოება?
- ჟორჟ მელიესმა, 1899 წელს
- ჩარლი ჩაპლინმა, 1900 წელს
- დევიდ გრიფიტმა, 1898 წელს
- ძმებმა ლუმიერებმა, 1895 წელს
4. ჩამოთვლილი ელემენტებიდან, რომელია სამყაროში ყველაზე მეტი?
- ჟანგბადი
- ნახშირბადი
- აზოტი
- წყალბადი
5. რომელი ქვეყნის ტრადიციული კერძია გიურზა?
- სომხეთის
- აზერბაიჯანის
- ყაზახეთის
6. ჩამოთვლილთაგან რომელი დაამტკიცა არისტოტელემ?
- მთვარე დედამიწის თანამგზავრია
- დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს
- გრავიტაციული ველების არსებობა
- დედამიწა სფერულია
7. რა იყო პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი?
8. სად გამოიგონეს პირველად კომპასი?
- ძველ საბერძნეთში
- ჩინეთში
- ძველ ეგვიპტეში
პასუხები:
- ლეონარდო და ვინჩიმ თანამედროვე მაკრატლის დიზაინი შექმნა. იქამდე არსებული მაკრატლები უფრო მეტად პინცეტს ჰგავდა.
- ფეხბურთის განვითარების მანძილზე ბურთის დასამზადებლად სხვადასხვა მასალას იყენებდნენ. შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თავდაპირველად ბურთი ცხოველის შარდის ბუშტისაგან მზადდებოდა, მაგრამ მალევე ფუჭდებოდა. შემდგომ, ტექნოლოგიის დახვეწის პარალელურად, ჩარლზ გუდიერმა 1855 წელს კაუჩუკისგან დამზადებული ბურთი წარადგინა. თანამედროვე ფეხბურთის ბურთების შემადგენლობაში ვხვდებით პოლიურეთანს. მაგრამ ქოქოსისაგან ბურთი ოფიციალურად არასოდეს დაუმზადებიათ.
- 1895 წელს ძმებმა ლუმიერებმა კინოწარმოება დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ ფილმის ჩვენების ტექნოლოგია გამოაქვეყნეს და ისტორიაში კინემატოგრაფიის, როგორც ხელოვნების ფორმის შემქმნელებად დარჩნენ.
- წყალბადის წილი სამყაროში 88,6%-ს შეადგენს, ჰელიუმის - 11,3%-ს, ხოლო ყველა სხვა ელემენტი - 0,1%-ს.
- აზერბაიჯანის
- ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში პითაგორას სჯეროდა, რომ დედამიწა მრგვალია. 200 წლის შემდეგ კი არისტოტელემ დედამიწის სფერულობა დაამტკიცა.
- ქვა
- ჩინეთში