საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ აღსაზრდელები - 2024-2025 სასწავლო წელს - მშობლები

საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ აღსაზრდელები - 2024-2025 სასწავლო წელს

2024-09-02 12:54:19+04:00

2024-2025 სასწავლო წელი ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც ბაღის აღსაზრდელები დაისვენებენ:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად,სააღდგომო დღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, ბაღები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

ბაღებში ოფიციალურად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს სრულდება.

თამარ იაკობაშვილი