ამ შეკითხვებზე სწორი პასუხების გაცემა სკოლის მოსწავლეების უმრავლესობას უპრობლემოდ შეუძლია. შეამოწმეთ, რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა და როგორია თქვენი ზოგადი განათლება:
1. რომელი რომაული ღმერთის სახელი ეწოდა პლანეტა სატურნს?
- ომის ღმერთის
- სიყვარულის ღმერთის
- მიწათმოქმედების ღმერთის
- სიკვდილის ღმერთის
2. რა ტემპერატურაზე იწვის ქაღალდი?
- 100 °C
- 451 °C
- 451°F
- 800°F
3. რომელ ქვეყანაში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა - ტაჯ მაჰალი?
- ჩინეთში
- ინდოეთში
- სამხრეთ კორეაში
- საუდის არაბეთში
4. რომელ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს დედაქალაქი?
- შვეიცარიას
- დანიას
- ნიდერლანდებს
- შვედეთს
5. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ შედის მსოფლიოს ჯუჯა სახელმწიფოთა ნუსხაში?
- ნაურუ
- ტუვალუ
- ვატიკანი
- ტანზანია
6. რა არის ანისის ვარსკვლავი?
- სანელებელი
- ცხოველი
- მწერი
- პლანეტა
7. რომელ ოკეანეში მდებარეობს მარიანის ღრმული?
- ატლანტის ოკეანეში
- ინდოეთის ოკეანეში
- წყნარ ოკეანეში
8. რომელია მზის სისტემის უდიდესი პლანეტა?
- სატურნი
- მერკური
- იუპიტერი
- მარსი
9. რომელ კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი?
- სამხრეთ ამერიკაში
- ჩრდილოეთ ამერიკაში
- აზიაში
- აფრიკაში
10. რომელი ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა ლირა?
- აზერბაიჯანის
- თურქეთის
- სომხეთის
- ყაზახეთის
სწორი პასუხები:
- მიწათმოქმედების ღმერთის
- მრავალი ექსპერიმენტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქაღალდის თვითაალების ტემპერატურა 451 გრადუსია.
- ინდოეთში
- შვეიცარიას ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს. თუმცა, ფედერალური ასამბლეა ქალაქ ბერნში მდებარეობს.
- ტანზანია
- სანელებელი
- წყნარ ოკეანეში
- იუპიტერი
- ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, ანხელი, სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში მდებარეობს.
- თურქეთის