ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელი. აკადემიკოსიშალვა ამონაშვილი საუბრობს, რა როლი აქვს მამას ბავშვის ცხოვრებაში:
- ცელქი მამა ბავშვისთვის ყველაზე საყვარელი მამაა. "მამა მოვიდა სახლში, მამა დაბრუნდა" - ამბობენ და კისერზე ჩამოეკიდებიან ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მამის სახლში მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. დედა ეტყვის: "გაჩერდი, დაჯექი", მაგრამ მამა რომ მოვიდა, ეს ყველაფერი მოიშალა... ასეთი უნდა იყოს მამა. მოულოდნელი, რომ არ იცი, რას მოიტანს, რას იტყვის, როგორ მოიქცევა... ასეთ მამებზე ბავშვები გიჟდებიან. ბავშვი რომ გახდება 11-ის, 12-ის , 15-ის, ასეთი მამის სიტყვა დაიცავს. ისეთი მამის, რომელიც ბავშვთან ერთად, თითქოს, მისი ტოლი იყო და სულში იძვრენდნენ ერთმანეთს. საკუთარ შვილს რომ ეტყვის: "ჩემო შვილო, მოდი, რა, ამას ნუ გააკეთებ, გეხვეწები", - კი არ დაემუქრება, სთხოვს, ისინი ხომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ბავშვს არ შეუძლია, მამას არ დაუჯეროს. მამის სიტყვა ბავშვს დაიცავს იქ, სადაც აღარც მამაა, აღარც დედა, გარემო კი ანგრეულ-დანგრეულია.