მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა - მშობლები

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

2024-09-13 14:48:55+04:00

ცნობილი მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. მსახიობი 55 წლის იყო.

როგორც ცნობილია, ზურა ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. მსახიობი მას შემდეგ კომაში იყო და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.