სწავლის დაწყება და ბავშვების სასკოლოდ მომზადება ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც ბოლო დროს საქართველოში ფასები გაიზარდა, დავინტერესდით, როგორ აისახა ეს წინასასკოლო მზადებაზე. როგორც ჩანს, მშობლები თანდათან ცდილობენ, უფრო ბიუჯეტური გახადონ მოსწავლის ხარჯები. გთავაზობთ მშობლების მოსაზრებებს, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში დააფიქსირეს:
- „ყველა მშობელს უჯდება 1000 ლარზე მეტი, ვისაც 2 და 3 შვილი მიჰყავს ბაღში და სკოლაში. მარტო ჩასაცმელი ხომ არაა, საკანცელარიოსაც ბევრი მიაქვს.“
- „ორი მყავს და 2000 ლარი მივათხლიშე. მით უმეტეს, ჩანთები გასულ წელს ვუყიდე. წელს არ მიყიდია. საკანცელარიო ნივთები 200 ლარის ვიყიდე“.
- „საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ათას ლარზე ნაკლები არავის დაუჯდებოდა ორ ბავშვზე, რაც არ გვიანგარიშია წვრილმანები, ის სხვააა თემაა...“
- „მომზადებაზე კაპიკი არ დამიხარჯავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რვეულს, აი ნამდვილი ხარჯი ახლა იწყება, სწავლის დაწყებისთანავე მოგვადგებიან, ამის ფულს ვაგროვებთ... იმაზე ვამატებთ... საჩუქრის ფული, ყვავილის ფული... დაბადების დღე ერთი კლასელის, მეორის, მესამის... დაუსრულებლად... 2 მოსწავლე მყავს სახლში“
- „რაც საზღვარგარეთ გადმოვედი საცხოვრებლად, "აუ რა ჩავაცვას" ფიქრი მომეხსნა. ნეტა იცოდეთ, როგორი ბედნიერებააა. აქ არავინ არ გიყურებს, ძველი ჩანთით მიხვედი თუ არა“.
- „ჩემი 11 წლის გოგო წელს კვარაცხელიას მაისურით წავიდა. მხოლოდ მას ეცვა მთელ სკოლაში. მხოლოდ შარვალი იყიდა. აუცილებელი არაა, ახლებით მივიდე სკოლაშიო".
- „არც ჩანთა მიყიდია ახალი და არც ტანსაცმელი. საკანცელარიო ნივთები შევიძინეთ მხოლოდ.“
- „ევროპაში საერთოდ არ აქცევენ ჩაცმას ყურადღებას, ვერ წარმოიდგენთ რამხელა დადებითი აქვს ამას, მით უმეტეს, მშობლისთვის, სულ სხვა რაღაცებით არიან დაკავებული და დაინტერესებული.. ბედნიერად და ლაღად ხვდებიან ერთმანეთს. მთავარი კომფორტი და ფსიქოლოგიური სიჯანსაღეა. რამხელა განსხვავებაა, ვერ წარმოიდგენთ... იმაზე ფიქრი ხომ საერთოდ ზედმეტია, საჩუქრებით მიხვიდე სკოლაში იქნება თუ ბაღში.“
- „პრობლემას სანამ თავად არ მოიხსნით, არ მოგვარდება. სულ არ მადარდებს, სხვა რას იტყვის. საერთოდ არაფერი შემიძენია, რადგან ძველიც ბევრი გვქონდა.“
- „ვფიქრობ, ბავშვს როცა ბევრი ახალი ნივთი აქვს, თუნდაც ჩანთა, ტანსაცმელი, კანცელარია, სხვა სტიმულს აძლევს და უფრო ბედნიერს ხდის. მშობელს თუკი აქვს საშუალება, აბა რისთვის უნდა. მე უფრო ბედნიერი ვარ, ჩემ შვილებს რომ ვახარებ.“
- „მადლობა ღმერთს, ეგ მაინც შევძელი და ჩემს შვილს შთავუნერგე, რომ ხვდება, ვისაც რა უნდა და რისი საშუალებაც აქვს, ის აცვია. ძალიან არ მიყვარს, როცა საზეიმოდ ახლებით მიდიან და ვიღაცას არ აქვს ამის საშუალება, მისი გულდაწყვეტილი გამოხედვის ყურებას ვერ ვიტან.. ნებისმიერ დედას უნდა, რომ მისი შვილი საუკეთესოდ იყოს".
- "მიხარია, რომ ჩემს შვილსაც გააზრებული აქვს ეს და მხოლოდ ჩანთით და შარვლით შემოვიფარგლეთ. ვერც ჩემს ბავშვობაში ვიტანდი ამ ახლებით გამოწკეპას და ამიტომ ჩემს შვილთან დავალაგე ეს თემა.“
- „მიუხედაად იმისა,რომ ფინანსური პრობლემები არ მაქვს ამ ეტაპზე, თუ არ ჩავთვლით საკანცელარიო ნივთებს, ფაქტობრივად, არც არაფერი დამიჯდა. ჩანთები შარშანდელები. ტანსაცმელიც თითქმის სულ ერთმანეთის დაპატარავებული. უფროსს ვუყიდე მარტო რამდენიმე უბრალო მაისური და შარვალი. მადლობა ღმერთს, არც თვითონ აქვთ პრეტენზია".
- "როცა დრო მაქვს და სჭირდებათ, საყიდლებზე მაშინ მივდივარ. არასოდეს არ ვაქცევ ყურადღებას, პირველ დღეს განსაკუთრებული და ახალი ეცვათ, ისედაც რასაც ვყიდულობ, ხარისხიანს და კარგს ვყიდულობ და რაც მომხვდება ხელში, იმას ვაცმევ.“
- „რაც ჰქონდა, ის ჩავაცვი. ზაფხულში ნაყიდი რაღაცები. ჩანთა შარშანდელი. წიგნები დაურიგეს. ძალიან ცოტა დავამატეთ. ან რასაჭიროა ზიზილპიპილო. რაც სჭირდება, ისედაც აქვს“.
- „სასკოლოდ წიგნის რვეულებში მიდის ყველაზე დიდი თანხა. ზოგს მოჰყვება, ზოგს არა და ორ ბავშვზე ეს დამიჯდა ყველაზე ბევრი. დანარჩენი მაინც ცოტა ეკომომიურად გამოვიყვანე შესაძლებლობიდან გამომდინარე.“
- „სკოლაში პირველივე დღეს გაარჩიეს, ვის ეცვა ახალი და რამდენი გადაიხადეს, თავად ბავშვებმა, მე-3-მე-4 კლასი. ამაზრზენია".
- „2 ბავშვის სასწავლო წიგნებში გადავიხადე 1200 ლარი“.
- „500 ლ ერთი ბავშვი. დაგვრჩა კიდევ საყიდელი რაღაცები. ყველა საშუალების და კატეგორიის ხალხზეა გათვლილი ბაზარი“.
- „3 ბავშვი 1000 ლარი და კიდევ დამრჩა რაღაცები საყიდელი“.
- „ორი ბავშვი 1000 ლარი. ერთი სკოლა, ერთი ბაღი“
- „ორი მოსწავლე კანცელარია და ჩანთები 800 ლ“.
- „ერთი ბაღის ბავშვისთვის 600 ლარი დამეხარჯა“.
- „პირველი შვილი მივიდა 1-ელ კლასში და იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო და კლასიკური ტანსაცმელი ნაკლებად გვქონდა, ამიტომ 800 ლარი დავხარჯე".
- „ზაფხულში რაც ჰქონდათ, იმით მივიყვანეთო, რომ წერთ, გამკვირვებია და მშურს. ჩემებმა მთელი და სუფთა არაფერი დაიტოვეს. ყველა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეეწირა ეზოს. რაც მთელი დარჩათ, დაუპატარავდათ ყველაფერი. ჩანთები შარშან 3-3 გამოვუცვალე ორივეს, ისე დაეხათ და უფუჭდებოდათ შესაკრავები. ყველაფერი ახალი დასჭირდათ. მარტო წიგნები ორი ბავშვის 500 ლარის გამოვიდა, საკანცელარიო ნივთებს რომ არ შევეხოთ.“