ორი წლის ბავშვმა ბაღში, ბუჩქებში დიდი სამამულო ომის დროინდელი ხელყუმბარა იპოვა და სახლში მიიტანა. შემთხვევა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვლასოვოსში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mash Telegram-ის არხი იტყობინება.
არხის ცნობით, ნაპოვნი საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, არის RGD-33 დაჟანგული გარსაცმით. როდესაც ბავშვმა ის სახლში მიიტანა, დედამ პოლიცია გამოიძახა.
შემთხვევის ადგილზე გამნაღმველებიც მივიდნენ და ხელყუმბარა ექსპერტიზაზე წაიღეს.