2022 წლის დასასრულს პი დიდი (ნამდვილი სახელი - შონ კომბსი) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერი გახდა. ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავის ქონება 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თავად პი დიდი კი მსოფლიოში მეორე უმდიდრეს რეპერად აღიარეს. ამ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე დიდი ხანია, ჯეი-ზი 1.5-მილიარდიანი ქონებით იკავებს. პი დიდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, არტისტმა ბიზნეს გეგმების შედგენა, ალბომის გამოშვება, კომპანიების გახსნა დაიწყო. თუმცა, ბოლო პერიოდია, მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალს უკავშირდება და რეპერს სასჯელად 15 წელი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება...
2023 წლის ნოემბერში რამდენიმე გოგონამ პი დიდი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 2024 წლის 16 სექტემბერს მუსიკოსი მანჰეტენის სასტუმროში დააპატიმრეს. წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, პატიმრობა გირაოთი ვერ შეიცვლება. რეპერს სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობას ედავებიან და თითქმის ყოველდღე მის სახელთან სულ უფრო და უფრო მეტი დანაშაულია დაკავშირებული. როგორც ცნობილია, პი დიდის დანაშაულებრივ საიდუმლოებებს მისი ცნობილი მეგობრები და პარტნიორებიც ინახავენ. თუმცა, ისინი ჯერჯერობით დუმილს არ არღვევენ...
პი დიდი 1969 წელს ნიუ-იორკში, ჰარლემის უბანში დაიბადა. 1992 წელს მან საკუთარი მუსიკალური ლეიბლი დააარსა და პირველი ალბომი - No Way Out გამოუშვა. ჩანაწერმა ძალიან დიდი გამოხმაურება და აღიარება მოიპოვა. აღიარების პარალელურად, მისი სახელი მაშინვე სხვადასხვა დანაშაულს დაუკავშირდა. ერთი წლით ადრე თუფაქ შაკური მოკლეს. მანამდე რეპერმა პოლიციაში განაცხადა, რომ ემუქრებოდნენ და პი დიდი დანაშაულის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
თითქმის 20 წლის შემდეგ, იმ დაჯგუფების წევრმა, რომელიც თუფაქ შაკურის მკვლელობაში მონაწილეობდა, თქვა, რომ პი დიდი მას დაუკავშირდა და "მეტოქის მოსაშორებლად" მილიონი დოლარი შესთავაზა. თუმცა, პი დიდის მკვლელობაში მონაწილეობა არ დადასტურებულა...
1999 წელს პი დიდი კლუბში სროლისა და იარაღის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. სხვათა შორის, მაშინ რეპერთან ერთად ციხეში მისი შეყვარებული, ჯენიფერ ლოპესიც ჩასვეს. ჯენიფერმა საპატიმროში 14 საათი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ კი პი დიდთან ნიშნობა ჩაშალა და დაშორდა. თუმცა, დაშორების მიუხედავად, ორმა მუსიკოსმა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო. პი დიდიც მალევე გაათავისუფლეს.
2023 წელს რეპერს რამდენიმე გოგონამ სერიოზული ბრალდება წაუყენა. პი დიდი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 2022 წელს ნიუ-იორკში მოზარდების სექსუალური ძალადობისაგან დაცვის მიზნით, სპეციალური კანონი მიიღეს. კანონის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს სექსუალური ძალადობა განიცადეს, შეუძლიათ, დანაშაულის შესახებ ახლა განაცხადონ და ამ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა გათვალისწინებული არ არის. ამიტომაც, პი დიდის შემთხვევაშიც, სავარაუდო მსხვერპლმა გოგონებმა ახალი კანონის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თავიანთ გამოცდილებაზე ესაუბრათ.
პი დიდის ყოფილმა შეყვარებულმა, კასანდრა ვენტურმა თქვა, რომ რეპერი მას 10 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. პირველად კი 19 წლის ასაკში იძალადა. ასევე, გოგონამ განაცხადა, რომ რეპერმა ნარკოტიკული საშუალება მიაღებინა, სხვებთან ინტიმური ურთიერთობა აიძულა და თავად პროცესი კამერით გადაიღო. პი დიდი კასანდრას საბანკო ანგარიშებს, სამედიცინო ჩანაწერებს აკონტროლებდა. როგორც კასანდრა ვენტური ამბობს, პი დიდი მას გამუდმებით აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამის გამო, ძალადობის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობდა. მას შემდეგ, რაც კასანდრა რეპერს საბოლოოდ დაშორდა და სხვა რეპერთან - კიდ კადისთან დაიწყო ურთიერთობა, პი დიდი ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მის მანქანას ააფეთქებდა. ერთხელ გოგონას ავტომობილი მართლაც ააფეთქეს, მაგრამ არავინ დაშავებულა და პი დიდის სახელიც არ გაჟღერებულა.
2023 წლის ნოემბერში ჯოი დიკერსონ-ნილმა თქვა, რომ რეპერმა მასზეც იძალადა. 1991 წელს ის და პი დიდი ერთმანეთს ბარში შეხვდნენ. გოგონას თქმით, რეპერმა კოქტეილში ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. შემდეგ, მანქანაში ჩასვა და გააუპატიურა.
პი დიდი კიდევ ერთმა ამერიკელმა გოგონამ ლიზა გარდნერმა ამხილა და თქვა, რომ რეპერმა MCA Records-ის მუსიკალური ლეიბლის წვეულების შემდეგ მასზე სექსუალურად იძალადა. მაშინ გოგონა 16 წლის იყო. ამის შემდეგ, პი დიდი სექსუალურ ძალდობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა ანონიმურად დარჩენა ისურვა და საჯაროდ არ განუცხადებიათ.
მუსიკოსის მსხვერპლთა შორის არა მხოლოდ გოგონები, არამედ ბიჭებიც იყვნენ. ყველა ერთსა და იმავე სცენარს აღწერს და ამბობს, რომ რეპერს წვეულებაზე შეხვდნენ, მისგან ნარკოტიკულ საშუალებებს ძალით იღებდნენ და შემდეგ კი გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ამის შემდეგ, პი დიდი ყველას აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ისინიც დანაშაულის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. რეპერი ძალიან დიდი გავლენებით სარგებლობდა, ამიტომაც, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ძალადობაზე საუბრის ეშინოდათ.
რეპერის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და მცდარია და ადამიანები ამას ფულის გამოძალვის მიზნით აკეთებენ. ბრალს არც თავად პი დიდი აღიარებს და ამბობს, რომ საშინელ ბრალდებას უყენებენ.
2024 წლის მასში გავრცელდა კადრები, როგორ სცემა რეპერმა ყოფილი შეყვარებული, კასანდრა ვენტური სასტუმროში. რეპერი გოგონას სასტიკად უსწორდება. ჩანაწერი 2016 წელსაა გადაღებული. ამ ამბავმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთა.
გარდა გაუპატიურების, ნარკოტიკების გასაღებისა და იარაღის უკანონოდ ტარებისა, რეპერს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზაციებიც ედავებიან. დასკვნაში მითითებულია, რომ პი დიდი იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრია, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ახორციელებს. პი დიდი საკუთარ სასახლეში ე.წ. "თეთრ წვეულებას" ხშირად აწყობდა. წვეულებაზე ყველას თეთრი ტანსაცმელი უნდა სცმოდა. ახლა დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ რეპერის წვეულებებზე ცნობილი ადამიანები აუპატიურებდნენ და ურთიერთობას აიძულებდნენ.
პი დიდის სავარაუდო მსხვერპლთა შორის ჯასტინ ბიბერიცაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიბერმა 14 წლის ასაკში რეპერის გარყვნილ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა. სანაცვლოდ კი, პი დიდი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას დაჰპირდა.
რეპერის "თეთრი წვეულების" ერთ-ერთი სტუმარი პრინცი ჰარიც იყო. ასევე, მასთან მეგობრობდნენ პერის ჰილტონი, ეშტონ კატჩერი, კელი ოსბორნი, ჯეი-ზი, იონსე, მერაია ქერი და მისი მეუღლე ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ეს ცნობილი ადამიანები ჯერჯერობით სდუმან და განცხადებას არ აკეთებენ.
თუმცა, პი დიდის კიდევ ერთმა მეგობარმა, ლეონარდო დიკაპრიომ, რომელიც მის წვეულებებს ესწრებოდა, დუმილი დაარღვია და თქვა, რომ წვეულებაზე მსგავსი არაფერი ხდებოდა. საჯარო განცხადებას არც ჯენიფერ ლოპესი აკეთებს, რომელსაც რეპერთან ჯერ კარიერის დასაწყისში ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა და მასზე დანიშნულიც იყო, ბოლო წლებში კი აქტიურად თანამშრომლობდა.
ახლა პი დიდი დაპატიმრებულია და მისი საქმე სასამართლოში განიხილება. რეპერს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.