ბავშვთა დიდ კოლექტივებში ყოველთვის შეამჩნევთ სხვებთან შედარებით ჩუმ და მორიდებულ ბავშვებს. ბევრი მშობელი წუხს, რომ მისი შვილი თანატოლებთან შედარებით მორცხვია. თუმცა მხოლოდ წუხილი ამ ბავშვებს ვერ გაათამამებს. მათ მშობლებს სწორი ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი მორცხვია, პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ასაკი. თუ ჯერ კარგად არ იცის ლაპარაკი, კომუნიკაცია გაუჭირდება. მით უმეტეს, იმ ბავშვებთან, რომლებიც უკეთესად ლაპარაკობენ.
მას შეუძლია გაუღიმოს თანატყოლს, გაუზიაროს სათამაშოები, სთხოვოს ისინი სხვა ბავშვებს. მაგრამ ამავე დროს, ყურადღებას არ მიაქიოს მას, ვინც მიმართავს, უპასუხოს გაუგებრად ან საერთოდ ზურგი აქციოს. ამ შემთხვევაში უნდა ეცადოთ აუხსნათ ბავშვს, რა ხდება, ან დაეხმაროთ დაძლიოს ის ბარიერი, რომელიც მას პოტენციურ მეგობართან ურთიერთობაში უშლის ხელს.
კომუნიკაციის უნარ-ჩვევების კუთხით სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება უკეთესობისკენ. თუ ბავშვს სურს რომელიმე ბავშვთან ურთიერთობა, ის ჯერ აკვირდება მას და ეჩვევა. ასე იწყებენ ბავშვები ერთად თამაშს: ისინი ერთსა და იმავე დროს ერთნაირ რამეს აკეთებენ. ეს უკვე პროგრესია, მაგრამ ასეთ კომუნიკაციას ჯერ არ შეიძლება ეწოდოს სრულფასოვანი.
ორი წლის ასაკში ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი შვილი დამოუკიდებლად გაიცნობს და ითამაშებს ბავშვეთან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დატოვოთ ის სათამაშო მოედანზე სხვა ბავშვებთან ერთად ექსპერიმენტის სახით, მაგრამ ისინი უბრალოდ ითამაშებენ იქვე, ერთ ტერიტორიაზე. ამ ასაკში ბავშვებს მხოლოდ უფროსების დახმარებით შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა.
მხოლოდ ამ ასაკში იწყებს ბავშვი რეალურად თამაშს სხვა ბავშვებთან. მაგრამ იქაც კი მას ხანდახან სჭირდება თქვენი დახმარება და ჩართულობა. თუ ამ ასაკში ბავშვი თავს არიდებს უცნობ უფროსებს ან ბავშვებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მორცხვია. პირიქით, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ის დაკვირვებული და კრეატიულია, ხოლო მისი თავშეკავება მიუთითებს უნარზე, განასხვავოს „ახლობელი“ და "უცხო", განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახურ წრეში აქტიურად იქცევა და საყვარელ ადამიანებთან ადვილად და ხალისიანად ურთიერთობს.
თავშეკავებული, მორცხვი ბავშვი ხშირად გრძნობს საფრთხეს, როცა თამამად მოქმედებს ან საუბარში ერევა. დუმილი მისი ერთადერთი იარაღია საზოგადოების მოთხოვნებისა და მოლოდინების წინააღმდეგ. თავშეკავებული, ჩუმად ბავშვები არ აღიქვამენ თავიანთ დუმილს რაიმე დარღვევად, მაგრამ ხშირად გარშემომყოფები აგრძნობინებენ, რომ განსხვავებულები არიან, რასაც ისინი მტკივნეულად განიცდიან.
რა თქმა უნდა, აუცილებელია ბავშვს აუხსნათ, რომ მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ჩაერთოს საუბარში თუ თავი შეიკავოს კონტაქტისგან. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვების უმეტესობა თავს არიდებს კომუნიკაციას, რადგან მათ ეშინიათ, რომ მათ ნათქვამს დასცინებენ ან გაკიცხავენ, ან ვერაფერ კარგს ვერ იტყვიან.
ამ ბავშვებს უნდათ ისეთბი მიიღონ, როგორებიც არიან, კრიტიკისა და უკმაყოფილების გარეშე. ეს არის ის, რაც მათ დაეხმარება თანატოლებთან კომუნიკაციის დაწყებაში. ისინი ხომ სიამოვნებით შეუერთდებოდნენ ჯგუფს, მაგრამ ეშინიათ და არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. მათ სჭირდებათ უფროსების წახალისება, რათა თავი ამ ახალ ამპლუაში სცადონ.
როდესაც სხვა ბავშვებთან ურთიერთობს, თვალყური ადევნეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ. გამონაკლისია შემთხვევა, თუ სხვა ბავშვები მას მართლა აწყენინებენ.
დაიცავით ზღვარი და ზედმეტ დაცვაში ნუ „გადავარდებით“. თუ ბავშვს მუდმივად დაეხმარებიან, როგორც კი სათამაშო მოედანზე პოტენციური „დამნაშავე“ გამოჩნდება ან წაიყვანენ ყოველი კონფლიქტის დროს, არსებობს რისკი, რომ ის უფრო და უფრო შებოჭილი და მშიშარა გახდება.
ნუ ეცდებით მისთვის ძალიან თამამი მეგობრის პოვნას. მასთან შეიძლება კიდევ უფრო შეიბოჭოს. ბევრად უკეთესი იქნება, თუ ეყოლება მშვიდი მეგობარი, რომელიც არ დააფრთხობს მას მოულოდნელი გამოხტომებით ან გაუთავებელი ყვირილით.
ფრთხილად წაახალისეთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში. მაგრამ უბრალოდ შესთავაზეთ, ნუ აიძულებთ. თქვენი ამოცანაა დაარწმუნოთ, რომ სხვა ბავშვები მტრები არ არიან.
ზოგიერთ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბავშვებს ერთმანეთი გააცნოთ, მშობლების მიერ გაცნობილ ბავშვებში ის მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობს.
მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილს ყველა სიტუაციაში და მიეცით საშუალება, ღიად გამოხატოს თავისი გრძნობები. ეს მისცემს ძალას, რომ უმწეობის გრძნობამ არ სძლიოს და სამყარო უფრო მეგობრულად აღიქვას, ვიდრე თავად ეჩვენებოდა.