ბიზნესმენმა დუბაიდან,ჯამალ ალ ნაკადმამეუღლისთვის 50 მილიონ დოლარად კერძო კუნძული იყიდა, მას სურს, რომ ქალმა პლაჟზე თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, როცა საცურაო კოსტიუმში იქნება გამოწყობილი.
"ბიკინის ჩაცმა მინდოდა, ქმარმა კი კერძო კუნძული მიყიდა", - წერს 26 წლის ახალგაზრდა ქალი, საუდ ალ ნაკადი "ინსტაგრამზე" და კუნძულის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
საუდი ბრიტანეთში დაიბადა, მისი ქმარი დუბაიში მცხოვრები ბიზნესმენი ჯამალ ალ ნადაკია. წყვილმა ერთმანეთი დუბაიში სწავლისას გაიცნო და სამი წელია დაქორწინებულები არიან.
საუდ ალ ნადაკი ინფლუენსერია. მისი Instagram და TikTok ანგარიშებზე კარგად ჩანს, თუ როგორ მდიდრულად ცხოვრობს. განაგრძეთ კითხვა