"ეს ჰოლივუდის დასასრულია" - უკვე რამდენიმე დღეა, პრესა მსგავსი სათაურებით ეხმიანება სკანდალს, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. რეპერი პი დიდი (შონ კომბსი) არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. კერძოდ, გამოძიება მას გაუპატიურებას, ტრეფიკინგს, ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობას ედავება. რაც მთავარია, ის არ არის ერთადერთი, ვისი სახელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალს უკავშირდება. ჯერჯერობით, ვარსკვლავები სდუმან და დამატებით კომენტარს არ აკეთებენ, FBI კი საქმეს იძიებს. პი დიდი დაპატიმრებულია.
ჯენიფერ ლოპესი უკვე ერთ კვირაზე მეტია, საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ბიონსეს გულშემატკივრები თავს ესხმიან და სკანდალში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. როგორც ცნობილია, დანაშაულში შესაძლო მონაწილეობის გამო, შესაძლოა, ცნობილმა ბრენდმა RnB-მა ბიონსესთან თანამშრომლობის კონტრაქტს გადახედოს.
სკანდალის მთავარი გმირის, პი დიდის ყოფილი მეგობარი გოგონასა და მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლის, კესი ვენტურას ფსიქიკური მდგომარეობა არანაკლებ დამაფიქრებელია, ის ზედიზედ რამდენიმე დღეა, ტირის, მაგრამ ცოტა მხნის წინ პრესასთან კომენტარის გაკეთების ძალა მაინც იპოვა. მომღერალმა Daily mail-ს უთხრა, რომ ახლა ემოციურად ძალიან ცუდადაა და უხარია, რომ პი დიდის დანაშაულებრივი საქმეების გამო რომ როგორც იქნა, გამოძიება დაიწყო. ვენტურა ამბობს, რომ ვერ ხვდებოდა, რატომ არ რეაგირებდა საზოგადოება 90-იან წლებში პი დიდის დანაშაულებრივ საქმეებზე, რადგანაც მაშინაც არაერთი ადამიანი საუბრობდა ამ თემაზე. მისი თქმით, გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ პი დიდიმ 9 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ პი დიდის სახლიდან ბავშვთა ზეთის ათასობით ბოთლი ამოიღო, რომელსაც რეპერი თავის საზარელ საქმეებში იყენებდა - სავარაუდოდ,ზეთში დამათრობელ საშუალებებს ურევდა...
აღსანიშნავია, რომ ვიდრე სკანდალი ასეთ ფართო მასშტაბს შეიძენდა, ტელეარხმა CNN-მა სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა - ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერი ლოს-ანჯელესის სასტუმროდან, რომელზეც ჩანს, როგორ ცემს რეპერი შონ კომბსი, იგივე პი დიდი, ყოფილ შეყვარებულს - მომღერალ კესი ვენტურას.
როგორც ვენტურა აღნიშნავს, ახლა უნდა, პი დიდისთან დაკავშირებული ინფორმაციისაგან მაქსიმალურად დაისვენოს. ის და მისი მეუღლე, ალექს ფაინი კი შვილის დასაცავად იბრძვიან და არ სურთ, სკანდალმა რაიმე ფორმით მასზე ზეგავლენა მოახდინოს.
ვიდრე გოგონა შონ კომბსს შეხვდებოდა, იქამდე ის უკვე ვარსკვლავი იყო. საკმაოდ წარმატებული კონტრაქტები ჰქონდა adidas-თან, Delia's-თან, Abercrombie & Fitch-თან. ასევე, ვენტურა პროფესიონალი მოცეკვავეა და საკუთარი სტუდია აქვს. ძალები სიმღერაშიც მოსინჯა და პი დიდისთან ერთად რამდენიმე სინგლიც გამოუშვა.
თავდაპირველად, პი დიდის კესი ვენტურა საქმიანი მიზნით შეხვდა და მოგვიანებით, მათი ურთიერთობა რომანად გადაიქცა. ცნობილია ისიც, რომ როდესაც პი დიდი და კესი ვენტურა ერთმანეთს ხვდებოდნენ, რეპერი ოფიციალურად ჯერ კიდევ კიმბერლი პორტერთან იყო. მაშინ, როცა პი დიდი ლას-ვეგასში ვენტურასთან ერთად ერთობოდა, მოდელმა კიმბერლიმ მას ტყუპი გაუჩინა. როგორც ცნობილია, ქალს მშობიარობა გაუჭირდა და სისხლის გადასხმა დასჭირდა. თუმცა, პი დიდი მასთან არ მისულა... მეტიც, 9 თვის ორსულ პორტერს აიძულა, რომ მის "თეთრ წვეულებაში" მიეღო მონაწილეობა, სადაც, როგორც გაირკვა, გარყვნილი და დანაშაულებრივი პროცესები მიმდინარეობდა.
ტყუპების დაბადებიდან სამი თვის შემდეგ პორტერმა შეიტყო, რომ კიდევ ერთი მოდელი და ფოტოგრაფი სარა ჩეპმენი მალე დედა გახდებოდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, სარამ თქვა, რომ მისი ბავშვის მამა სწორედ პი დიდი იყო. როგორც ცნობილია, რეპერმა მეგობარ ქალს დუმილის სანაცვლოდ მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ ჩემპმენი მაინც არ გაჩუმდა...
პორტერი პი დიდისთან სამუდამოდ დაშორებას გეგმავდა, თუმცა, როგორც ცნობილია, მას რეპერი აშანტაჟებდა და ბოლომდე თავისუფლად ცხოვრების უფლებს არ აძლევდა, ემუქრებოდა სიკვდილით, თუ წასვლას გადაწყვეტდა... მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი პარალელური რომანი ჰქონდა. 2018 წელს პორტერი პნევმონიით, იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა...
პარალელურად რეპერის მიტოვება ვენტურამაც გადაწყვიტა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი ისე სცემა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა. 2012 წელს ვენტურა და პი დიდი ერთად ოფიციალურად გამოჩნდნენ, თუმცა რომანი გაცილებით ადრე დაიწყეს. წყვილი გარეგნულად ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა 2016 წელს რეპერმა რჩეული სასტუმროში უმოწყალოდ სცემა. მოგვიანებით, სწორედ ეს კადრები გავრცელდა მედიაში და კესი ვენტურამაც დუმილის დარღვევა საბოლოოდ გადაწყვიტა. ცნობილია ისიც, რომ მაშინ რეპერმა სასტუმროს ადმინისტრაციას 500 ათასი დოლარი გადაუხადა, რომ კამერების ჩანაწერები წაეშალათ. არც კესი წასულა პოლიციაში. კესი ვენტურა წლების განმავლობაში პი დიდისაგან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო და როგორც თავად ამბობს, მის დანაშაულებზე ხმამაღლა საუბრის ეშინოდა. ვენტურა აღნიშნავს, რომ დეპრესიით იტანჯებოდა და მისი კარიერაც ამის გამო ნელ-ნელა უფსკრულისაკენ მიდიოდა. თუმცა, შემდეგ პერსონალურ ტრენერ ალექს ფაინთან შეხვედრამ და შვილის დაბადებამ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეცვალა.
კესის თქმით, რეპერი მას სისტემატურად სცემდა და თავისუფლად გადაადგილების უფლებასაც კი არ აძლევდა. ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებას აიძულებდა და მორალურ ტერორში ჰყავდა...
ქალმა სარჩელის შეტანა საბოლოოდ 2023 წელს გადაწყვიტა. ის პი დიდის გაუპატიურებაში, ძალადობასა და თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა. პარალელურად კი ის კადრებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ რეპერი მას უმოწყალოდ სცემს.
მაშინ პი დიდიმ თქვა, რომ ცდილობს, უკეთესი გახდეს და ნამდვილად ნანობს, რაც გააკეთა. ამავდროულად, პი დიდის ოფიციალური შეყვარებულის, პორტერის საქმეც განახლდა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, 2018 წელს პნევმონიით საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ქალი წლების განმავლობაში პი დიდის დანაშაულებრივი საქმეების მოწმე იყო და ინფორმაციას ფლეშ ბარათზე ფარულად ინახავდა. წიგნი, რომელიც პორტერის ჩანაწერების მიხედვითაა შედგენილი, ერთი კვირის წინ გამოიცა და პირველივე დღეს Amazon-ზე ყველაზე გაყიდვად პროდუქტად დასახელდა. თუმცა, გარდაცვლილის შვილები ამბობენ, რომ ჩანაწერები ყალბია და გამომცემლობას უჩივიან...
პორტერის მემუარებში ნათქვამია, რომ პი დიდის სახლში ნამდვილი სოდომი და გომორი ხდებოდა.
"ის აწყობდა წვეულებებს, რომლებიც სინამდვილეში ორგიები იყო, მაგრამ პრესტიჟული სახელით იყო შეფუთული. მასში მონაწილეობის მიღება ყველას სურდა. ჩვენ არა მხოლოდ რამდენიმეს ერთად გვქონდა სექსი, არამედ, პარტნიორებსაც ვცვლიდით. ეს გიჟური სექსუალური ცხოვრება იყო, მაგრამ შონთან ერთად შემეძლო იმის გაკეთება, რასაც სხვა ნორმალურ მამაკაცთან ვერასდროს გავაკეთებდი."
კიმის წიგნის მიხედვით, რეპერმა ის არაერთხელ სცემა, ერთხელ კი სახლში იარაღით შეიჭრა და მოკვლით დაემუქრა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ რამდენიმე მამაკაცი, რომლებთანაც კიმმა შეყვარებულის მიტოვების შემდეგ ურთიერთობების აწყობა სცადა, იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა...